Tuesday, 30 August 2016

"დედა სხვაა და ცოლი სხვა, დედა შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს, სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს, რადგან იმის გაჩენილი ხარ, ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე, გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი, თუ გიჟი დედის გამო, რადგან იმავე ღმერთმა, რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა, სხვებს-თავისთავად, შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.
ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა-უბედობის.
ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, - დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი".
- ოთარ ჭილაძე

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...