Tuesday, 9 August 2016

გახდი ჩემი ყველა შვილის დედა
სულ თავიდან ავაშენოთ მცხეთა
იყოს, ენთოს, იგიზგიზოს ვნებამ
შენს თვალებში დავინახავ ჩემს თავს
ხელით დავრგავ ხეს და გავაშენებ ვენახს
აგურს შევდგამ ჩვენი სახლის კერას
არ მოგაკლებ სიცილსა და მღერას
გახდი ჩემი ყველა შვილის დედა
დრო რომ მოვა შევერცხლილი თმების
და ზამთარიც თოვლს რომ დადებს თეთრად
პირობას ვდებ ანგელოზის ფრთებთან
შენზე ადრე წავალ მე ჩვენს ღმერთთან
შალვა კიკალიშვილი

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...