Wednesday, 17 August 2016

"21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დღეს, 12:00 საათზე, მახათას მთაზე მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის გუმბათზე მოხდება ჯვრის აღმართვაც.

ჯვარს წინა დღეს, 20 სექტემბერს მახათაზე მშენებარე ტაძრის ეზოში დაასვენებენ და 19:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მას აკურთხებს. აღმართვამდე მრევლს ნაკურთხ ჯვართან მისვლის და მთხვევის შესაძლებლობა ექნება.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...