Sunday, 11 December 2016

პაოლო იაშვილი

წერილი დედას

დავტოვე სოფელი,
მყუდრო სამყოფელი,
ქვიტკირის მაენები
და კატის კნუტები_სიმინდის ყანა!
ჰა! კინტოს პროფილე,
საეჭვო ტარნები,
და დავიკუნტები
ქალაქის ქუჩებში მე_ სალახანა.

ტირილი, ტირილი, ტირილი ბევრი!
მზის განიავება,კალო და კევრი
და სოფლის სიწმინდე, მართალი ბათმანი,
როცა მე ქალაქში მაწუხებს, მახელებს,
ყველა ყელსახვევი, შავი ხელთათმანი.

იქნებ ჩვენ ტფილისი ხვალ ყველამ დავტოვოთ!
მინდა დღეს მივწერო დედას უსათუოდ,
იმღეროს მამასთან ის ნანა ტკბილი,
როცა გაიხარა, რომ მე მეჭრებოდა პირველი კბილი;

როცა მე ქურდები მეგობრად მრაცხავენ,
სოფელში ვენახი გახდა მოსარწყავი
და ვაზის ფურცლებზე ისე გალურჯდება იქ შაბიამანი,
ვით თვალის უპე _ როცა მე არ მახურავს ღამეში საბანი.

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

ანა კალანდაძე

პაწაწინა რტო ვარ

მეფერება მზე ალერსის მთოვარს,
ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა...
მე მიგალობს, როდი მიმატოვა,
თოხიტარა, პაწაწინა რტო ვარ...
ქარი მარხევს და ყვავილებს მაცლის,
ყვავილს მომწყვეტს, გაიტაცებს მინდვრად...
დამიყვავე, ქარო, ნუ ხარ მკაცრი:
პატარა ვარ, მოფერება მინდა!
მითხარიო: როგორ, როგორ ვანდო
საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
მებაღეო, ნუ დამტოვებ მარტო,
მეშინია, პაწაწინა რტო ვარ!

ანა კალანდაძე


ლაჰილზე

ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა..
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი მურყვამი, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...
ლაჰილზე ისევ დიდებული და
სავსე მთვარეა...
ლაშთხვერში კახთა აწვე უენო,
მუნჯი ზარია...
ქარები მისთა ჩუმთა ნაღველთა
განეკრძალვიან..
იმათ გვირგვინებს ძველთა რაინდთა
შუქი ავლია...
ტაძრის კედელზე ბადრი, ამირან,
სეფედავლეა...
ლაღამის შვლისაც აწ სილამაზე
თვალს მიფარვია...
ლაჰილზე, ალბათ, დიდებული და
სავსე მთვარეა,
და ყველაფერი ზღაპრულია და
იდუმალია -
ძველი კოშკები, უშბა, თეთნულდი
და ლამარია...

ანა კალანდაძე

თქვი,არჯაკელო ხვიარა..

თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.

ანა კალანდაძე

ბოშა ქალი

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ჩილელი პოეტი და პედაგოგი ქალი გაბრიელა მიტრალი.

                                                                    


მასწავლებლის ათი მცნება

1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე სადად, უბრალოდ, ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.

3. გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.

4. ასწავლე ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.

5. იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.

6. სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი არსებასავით.

7. იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე, - რომ გასცე, უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.

9. ყოველდღე, გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.


10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

მასწავლებლის ლოცვა


  
   ღმერთო! მიბოძე ერთადერთი სიყვარული ჩემი სკოლისა. დაე, ვერავითარმა ძალამ ვერ შეძლოს მოსტაცოს სკოლას ჩემი თავი.
    მაქციე დედად. თვით დედაზე უფრო მეტ დედად, რათა მიყვარდეს ის ვინც ჩემი არ არის.
    მომეცი ძალა, ერთი ჩემი მოსწავლეთაგანი ვაქციო ჩემს სრულყოფილ ლექსად, დავტოვო მის სულში ჩემი ყველაზე გულში ჩამწვდომი მელოდია.
    მაქციე ძალად, მიუხედავად ჩემი ქალური უმწეობისა.
    მომეცი უბრალოება და მომეცი სიღრმე, დაიფარე  ჩემი ყოველდღიური გაკვეთილი სირთულისა და სიცარიელისაგან.
    მოაცილე ჩემი თვალი საკუთარი მკერდის წყლულს, როცა დილით სკოლაში შევდივარ, საწერ მაგიდასთან დამავიწყე ჩემი საზრუნავი. სიმსუბუქე მიეცი ჩემს ხელს, როდესაც ვსჯი და სინაზე, როდესაც ვეფერები.

                                                                       
ოთხ საიდუმლოს უნდა ფლობდეს მასწავლებელი:
ა)უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
ბ)უსაზღვროდ უყვარდეს საგანი,რომელსაც ის ასწავლის;
გ)ჰქონდეს უნარი-ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს,როგორც სენი უკურნებელი;
დ)იყოს უაღრესად თანამედროვე და გამოირჩეოდეს მოთმინების უნარით.

ბონსაი


მთელი ხელოვნებაა ბონსაი
აქციო დიდი პატარად,
ჩამოიყვანო სიყვარული მეგობრობამდე.
ჯერ ხელებს დააჭრი ძირში,
რომ ვერ მოგეფეროს,
მერე მოაწყურებ,
არ აყვავდეს გაზაფხულზე დიდი ყვავილებით.
წლები უნდა, თორემ ისე,
გამოცდილია,
უსათუოდ გახდება ჯუჯა.
გავა დრო და
გექნება ბაღი ჯუჯა ხეების,
სადაც ბევრმა დაივიწყა,
ახლა კი მორიგი ნერგი ივიწყებს,
როგორი იყო აფრიკაში ბაობაბი,
დიდი ხე, დიდი სივრცის პირას,
იმის იქით სიცარიელე,
მორიგი ნერგი ივიწყებს ამას…
მერე კი,
როცა ბაღის თავზე აგვისტო მოვა,
როცა მოგშივდება, იმდენად
რომ წყალსაც შეჭამდი,
როცა მიხვდები,
რომ ბონსაის არა აქვს ხილი და ჩრდილი
შენ გაიხსენებ,
იმას, რასაც ის ივიწყებდა.
                         თეა თოფურია

Sunday, 4 December 2016

"თუ სახსარი არ გაგაჩნია, თუ თავი არა გაქვს, გაუძღვე ოჯახს, მაშ არც იმის უფლება გაქვს, ცოლის შერთვა იკისრო და ვისიმე მოვალეობაში ჩადგე. ცარიელი სიყვარული როდი კმარა: სიყვარული საქმით უნდა დაამტკიცო; შენ კი ასე მსჯელობ: „თუნდ სატანჯველში იყო, მაინც ჩემთან იყავიო“, ეს ხომ ჰუმანურობა არ არის და არც დიდი კეთილშობილებაა!"
თეოდორ დოსტოევსკი
ადამიანები იმიტომაც ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, შეყვარებულის სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია, იმედის სითბო. ადამიანს, დაბადებიდან, სულ თან დაჰყვება იმედის სითბო, ფიქრობს, რომ ერთხელაც იქნება… მაგრამ რაკი ის რაღაც ამ ქვეყანაზე თურმე არ ხდება, ნელ – ნელა, რაც წლები გადის, თანდათან ქრება იმედის სითბო და მართალია სიკვდილამდე მაინც ღვივის მისი ნაპერწკლები ადამიანის სულში, მაინც საზარელია სიმარტოვის ჟამს საიდანღაც მონაქროლის ამაოების ქარი.
გოდერძი ჩოხელი

Saturday, 19 November 2016

გრიგოლ რობაქიძე - ლანდი

შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...
ვზივარ ცეცხლთან,
ვდნები ნელა,
ცეცხლი ფიქრად იფერფლება,
გაჰქრა შენთან
ერთად ყველა,
მხოლოდ ლანდი მევალება...
სუსხი ისხმის,
ვუსმენ მუნჯი,
ფიქრი შენ ლანდს ეტანება;
ეს რა ისმის?
ჩიტი ლურჯი
ჩემს ფანჯარას თავს აკვდება...
შენ ხარ ეგებ?
მაგრამ არა:
მხოლოდ ელვით შეკრთა გული,
ცრემლით გეძებ
და ფანჯარა
მიცქერს ისევ მოღუშული...
შფოთავს ღამე,
შფოთავს შავი,
ქშინავს ველი, გმინავს მთაცა;
ვამე, ვამე,
შენი თავი
ვინ მომტაცა, ვინ მომტაცა...

ჯემალ ქარჩხაძე - იგი

იგი ნის საამო სითბოში გაეხვია და თვითონაც სითბოდ იქცა. სითბო ყველაფერს მოედო. ახლა ყველაფერი სითბო იყო; ახლა ყველაფერი იგი იყო და ახლა ყველაფერი ნი იყო.
იგის ხელმა ნის ხელი მოძებნა...
-როცა იგი მარტოა, ნი ჩნდება იგის სხეულში და იგი აღარაა მარტო, როცა იგის ნის სუნთქვა ესმის, იგის ჰგონია, რომ ნის სუნთქვაა ის რაღაც, რის გამოც ყველაფერი ერთი და იგივეა , რის გამოც იგი ყველაფერშია და ნიც ყველაფერშია.

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი - პატარა უფლისწული


თუ უფროსებს თქვენ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ, რაც მთავარია: როგორი ხმა აქვს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო.

ტერენტი გრანელი


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და თითქოს დღეა მზიანი
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე,
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს,
ასე გაივლის წამება, ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი-როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები...
თუმცა იქნება ღამე წამების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ჩემი თვალები
ლურჯი თვალები, ისევ მოგელის...

ტარიელ ჭანტურია - ალერსი




როგორ მინდა, მინდა, მი…
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა…
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე…
ისევ თბილი, თბილი, თბი…
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა, შენ რომ თქვი.
მაგრამ თინა, თინა, თინ…
შენ მშორდები… თანდათან…
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
თუმცა კმარა, კმარა, კმა…
მე კვლავ მინდა, მინდა, მი…
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის…
მიხეილ ჯავახიშვილი

ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი
.



ბესიკ ხარანაული - პოეტი

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არცა ჭკუით:
– ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!

შოთა ჩანტლაძე

მე ვდგევარ ხიდზე და ვხედავ:
მდინარის პირას პატარა სახლი დგას.
სახლს, რასაკვირველია, ფანჯარა აქვს
და ფანჯრიდან, რასაკვირველია, ქალი იყურება.
ეს სახლი, ეს ფანჯარა და ეს ქალიც,
რასაკვირველია, მდინარეშიც ჩანს.
მე მივალ ამ სახლთან, რომელიც მდინარის პირას დგას,
და თუ ქალმა კარები არ გამიღო,
მაშინ, რასაკვირველია, ფანჯრიდან გადაძრომას შევეცდები,
და თუ ეს ვერ მოვახერხე,
მაშინ, რასაკვირველია, იმ ფანჯრიდან შევეცდები
გადაძრომას,
რომელიც მდინარეში ჩანს,
და როდესაც ის ქალი, რომლის სახლიც მდინარის პირას დგას,
ამას დაინახავს,
რასაკვირველია, შეშინდება და კარებსაც გააღებს
და იმ სახლშიც გაიღება კარები,
რომელიც მდინარეში ჩანს
და მე შევალ ღია კარებით იმ სახლში,
რომელიც მდინარეში ჩანს.
მე არ დავტოვებ გამოსათხოვარ წერილს.

ვახტანგ ჯავახაძე - შენ და შინ


უნდა მივატოვო “კაბაკები”,
უნდა შევაგროვო კაპიკები,
უნდა გიყიდო მე შენ ია
და მოგიტანო მე შინ ია, -
არ მეშინია გაფიქრების,
არ მეშინია ჩაფიქრების, -
გადაფიქრების მეშინია.

კონსტანტინე გამსახურდია - დიონისოს ღიმილი

ნელა, ნელა ქანაობენ მაღალი ალვები. სიკვდილის ანგელოზის ცრემლებივით ეცემიან შარაგზაზე ფოთლები უღონო და ფერგადასული, და მესმის ალვების და აკაციების შტოებში მგლოვიარე ბუნების საშემოდგომო რექვიემ... აუარებელი ბეღურები შხუილით და ჭყიპინით თავს დასტრიალებენ გაყვითლებულ ხეივანს. და უნებურად მაგონდება ლუქსემბურგელი ინვალიდი - სახით მახინჯი, კაცი სიცილს გადაჩვეული.

აღარც სიცილი შემიძლია, აღარც ტირილი.
და ერთადერთი ნატვრაა ჩემი: ყინულზე დავარდნილი ნაპერწკალივით გადნეს თუნდაც ჩემი სხეული.
. . . . . .

ტაია შელია!
ჩემი ცხოვრების ნახევარგზაზე შემომაღამდა ! ..

ფრიდრიხ ნიცშე

თქვენ პატივს მცემთ. მაგრამ რა მოხდება იმ დღეს, როდესაც თქვენი პატივისცემა გაქრება? გაფრთხილდით, რათა გადმოვარდნილმა კერპის ქანდაკებამ არ გიმსხვერპლოთ!
თქვენ ამბობთ, რომ გწამთ ზარატუსტრასი? მაგრამ რა ყრია ზარატუსტრაში ასეთი?! თქვენ ჩემი მიმდევრები ხართ, მაგრამ რა ყრია ყველა მორწმუნეში!
თქვენ არ გქონდათ საკუთარი თავი ნაპოვნი, როდესაც მე მიპოვეთ. ამგვარად იქცევა ყველა მორწმუნე. ამიტომაც ნიშნავს რწმენა ასე ცოტას.
ახლა კი გიბრძანებთ, რომ დამკარგოთ მე და იპოვოთ საკუთარი თავი. და მაშინ, როდესაც ყველა თქვენგანი უარმყოფს, მე კვლავ დაგიბრუნდებით...

დოსტოევსკი - ეშმაკნი

დააყენეთ ერთი არარაობა ვინმე ერთი რაღაც უბედური ბილეთების გასაყიდად რკინიგზაზე და ნახავთ, რა იუპიტერად წარმოიდგენს მყისვე ეს არარაობა თავს და როგორ შემოგხედავთ, როცა ბილეთის საყიდლად მიხვალთ, „ნახეთ, ერთი, რა ძალა მაქვს შენზეო

ერლომ ახვლედიანი - არასერიოზული კაცი

-თქვენც, რა კარგი ადამიანი ბრძანდებით .
-თქვენ რა, მე მიცნობთ ?!
-მე, თქენ არ გიცნობთ ?!.. მე თქვენ ყველას გიცნობთ. აი წუხელის, მაგალითად წუხელის, მოვდიოდი ქუჩაში ჩემთვის პატარა, საწყალი, არ მახსოვს თქვენ თუ თქვენმა ამხანაგებმა გადამიარეთ.მე დამაგდეთ თუ დავეცი, ზუსტად არ მახსოვს, თქვენ წახვედით, მე დაგიძახეთ, ამხანაგო, მეგონა გაიგონებდით ჩემს ვედრებას. თქვენ თუ თქვენისთანა ამხანაგები, მიდი-მოდიოდით და გადი-გამოდიოდით ჩემზე. თქვენ იძახდით : შეხედეთ , შეხედეთ როგორ ცახცახებს ეს კაცი. ამხანაგო ძალიან გთხოვთ ნუ დამდევთ და საერთოდ შემეშვით, შემეშვით, გთხოვთ თავი დამანებეთ. აჰა ოცდაათი, სამოცდათორმეტი, ოთხმოცდაათი დღე დამრჩა, მე თქვენსავით უკვდავი არ ვარ.

ჰარუკი მურაკამი - კაფკა პლაჟზე

იცი, რა მაცოფებს? ადამიანები, რომლებსაც წარმოსახვის უნარი არა აქვთ. ...ამ გონებაჩლუნგებს წარმოსახვის უნარი არა აქვთ. შეწყნარება არ შეუძლიათ, რეალობას მოწყვეტილი თეორიებით სულდგმულობენ, ცარიელ სიტყვებს ისვრიან, უზურპატორული იდეალები აქვთ და სასტიკ სისტემებს ქმნიან.

მიხეილ ბულგაკოვი ’’ ოსტატი და მარგარიტა’’

- თქვენ მწერლები ხართ?
- რა თქმა უნდა.
- მოწმობები მაჩვენეთ!
- ახლა ეს მითხარით: რომ დარწმუნდეთ, დოსტოევსკი მწერალი არის თუ არა, განა ამისათვის მოწმობა უნდა მოსთხოვოთ? მისი რომელიმე რომანი აიღეთ, ნებისმიერი ხუთი გვერდი წაიკითხეთ და ყოველგვარი მოწმობის გარეშე დარწმუნდებით, რომ იგი მწერალია. თანაც, არა მგონია, რომ დოსტოევსკის რაიმე მოწმობა ჰქონოდა...
- თქვენ დოსტოევსკი არა ხართ.
- ვინ იცის, ვინ იცის.
- დოსტოევსკი მოკვდა.
- პროტესტს ვაცხადებ, დოსტოევსკი უკვდავია!
- მოწმობები წარმომიდგინეთ, მოქალაქენო.
- მწერალი მოწმობით კი არ ფასდება, არამედ იმით, რასაც წერს.

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აიღო ბობ დილანმა

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ბობ დილანს, ახალი პოეტური ექსპრესიისთვის, ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში.
დილანი 1941 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, ამასთან ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა. როგორც თავად ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა როკენროლმა, განსაკუთრებით კი ელვის პრესლიმ. მისი სიმღერების ტექსტები სოციალური და სხვადასხვა პრობლემური საკითხით იყო გაჯერებული და ამ საპროტესტო მუხტმა დიდი გავლენა მოახდინა 60-იანი წლების ამერიკაზე. 

Tuesday, 11 October 2016

სულელები მზად არიან ყველაფერი გაიღონ ორი რამისთვის - ბედნიერებისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ სასტიკად ისჯებიან, როდესაც ორივეს იღებენ, რადგან ბედნიერების განცდა მათ არ ძალუძთ, ხოლო რა მოუხერხონ თავისუფლებას, წარმოდგენა არ აქვთ
__________________
ჯორჯ ბერნარდ შოუ 
.

Saturday, 17 September 2016

"საერთოდ ილიაც, ისევე როგორც ყველა, ხშირად ურევდა ხოლმე საუბარში რუსულს; კერძოდ, ბანკშიც ხშირად გამოდიოდა რუსულად და მშვენივრადაც ლაპარაკობდა. თუმცა არა ერთხელ თვითონვე შემოუღია წესად, _ როდესაც მასთან ვიკრიბებოდით, ხუთშაბათობით, რედაქციის წევრები და სხვები _ ვინც ქართულ საუბარში უცხოურს გამოურევს, ერთი შაური უნდა გადაიხადოსო.
ილია თვითონ მიაძახებდა ხოლმე, ვისაც წამოსცდებოდა: "შაური, შაური ამოყაჭეო!" ასე იცოდა ... ისე სხდომა-საღამო არ გათავდებოდა, რომ ორი თუ სამი მანეთი არ შეგროვებულიყო. რასაკვირველია, თვითონაც ხშირად იხდიდა იმ შაურებს".
ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებიდან
"მოსკოვში ვარ, რესტორანში ვსხედვართ მე და ერთი იქაური ჩემი ნაცნობი.ოფიციანტმა შამპანური და შოკოლადი მოიტანა.
- ეს მოგართვეს! – მეუბნება.
- ვინ? – ვეკითხები.
- ვინაობა არ უთქვამს, აი, იმ ახალგაზრდამ!
- გამახედა ოფიციანტმა. რესტორნის კართან ლამაზი, ახოვანი ვაჟკაცი დავლანდე. ვხედავ, მხარზე ამასაც ჩემი ჭინკა და ანგელოზი უზის. მეღიმება.
- ვინ იყო? – მეკითხება თანამოსაუბრე რუსი ნაცნობი.
– ჩემი აფხაზი მეგობრის ვაჟი! – ვუპასუხე.
- მერე რატომ თვითონ არ მოვიდა? – უკვირს ჩემს მეინახეს.
ახლა ამას როგორ ავუხსნა, რატომ არ მოვიდა აფხაზურ ოჯახში აღზრდილი ვაჟკაცი მამამისის ტოლ კაცთან, რატომ არ მომიჯდა გვერდით, რატომ არ გადადო ფეხი ფეხზე, რატომ გამომიცხადა ასე შორიდან სიყვარული და უხმოდ რატომ წავიდა?!"
ნოდარ დუმბაძე
"- მაგრამ იცით რა მაფიქრებს? თუ ღმერთი არ არსებობს, მაშ ადამიანის ცხოვრებას ვინ განაგეგებს და, საერთოდ, დედამიწაზე წესრიგს ვინ ამყარებს?
- ყველაფერს თვით ადამიანი განაგებს.
- უკაცრავად, მაგრამ იმისათვის რომ განაგო, უთუოდ უნდა გქონდეს ზუსტი გეგმა რაიმე, ცოტად თუ ბევრად საკმაო ვადისათვის. როგორ უნდა განაგოს ადამიანმა, როცა მას არათუ შეუძლია, გეგმა შეადგინოს თუნდაც სასაცილოდ მოკლე ვადისთვის, ვთქვათ, ათასი წლისათვის, არამედ ისიც კი არ უწყის, ხვალ რა მოელის? წარმოიდგინეთ, რომ, მაგალითად, თქვენ სხვებსაც და საკუთარ თავსაც განაგებთ. ჰოდა,როცა ასე ვთქვათ, ეშხში შეხვედით, უცებ... ჰე... ჰე... ფილტვების სარკომა დაგემართოთ... და თქვენს გამოგონილს ბოლო მოეღება!
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, ამას არავინ უარყოფს, მაგრამ საქმე ის არის, რომ...
- დიახ, ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ეს ისეთი დიდი უბედურება არ იქნებოდა. ცუდი ის არის, რომ ადამიანი ზოგჯერ ანაზდეულად მოკვდავია. აი, ოინი! და, საერთოდ იმის თქმაც არ შეუძლია, ამ საღამოს რას გააკეთებს."
მიხაილ ბულგაკოვი
რომანიდან "ოსტატი და მარგარიტა"
გიორგი მაზნიაშვილი!
პარადოქსული დროის გენერალი!
პარადოქსული დროის გმირი!
კაცი, რომელსაც რუსეთ-იაპონიის ომში მიღებული ჭრილობების გამო ლაზარეთში მოხვედრილს, ამ ომში გამოჩენილი მამაცობის გამო თვით რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მე-2-ის ქალიშვილები უხვევდნენ ჭრილობებს, კაცი, რომელსაც ლაზარეთში მოსანახულებლად ეწვია თავად ნიკოლოზ მე-2 და პირადად გადასცა წმინდა გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მამაცობისთვის და კაცი, რომელსაც თავად იმპერატორმა მოუნათლა მოგვიანებით ქალიშვილი, ბოლოს საკუთარი სამშობლოსთვის გამჟღავნებული სიყვარულისთვის, მისი გადარჩენისთვის გამოჩენილი მამაცობისთვის და თავგანწირვისთვის დახვრიტეს! (1937 წელს).
უნიკალური ფოტო - გიორგი მაზნიაშვილი შვილებთან ერთად!
წყარო:საქართველოს გმირი შვილები

 გამოვთქვამთ პროტესტს, ეკლესიაში რომ შარვლით ვერ შევდივართ! (თუმცა , ამასაც ოფიციალურად ვერავინ დაგვიშლის.) ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ვეწევით სიგარეტს, დავდივართ ნახევრად შიშვლები და ვთვლით, რომ არაფრით ჩამოვუვარდებით მამაკაცებს. ქალები კი... ქალებს კლავენ, ქალებს წვავენ ჩვენგან შორს და ჩვენ მხოლოდ წიგნში ვკითხულობთ ამას, რამდენიმე დღეში კი ვივიწყებთ. მე ნანახი მაქვს ,,სორაიას ჩაქოლვაც" და ეჭვიც არ მეპარება ამ ფილმის რეალობაში.
სუადის ამბავი არ არის მხოლოდ ერთი მუსულმანი საბრალო ქალის ისტორია. ეს არამარტო ისლამური, არამედ სრულიად სამყაროს ტრაგედიაა. ვერ წარმომიდგენია, რომ არსებობს ხალხი, რომელიც ჩადრებით სიარულს, გაუსაძლის შრომას , უზარმაზარ ტკივილს და სიკვდილს აყენებს საკუთარ ქალებს...
და ჩემდა სამარცვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ მე ვიყავი ბედნიერი, როცა ამ ფურცლებს ვკითხულობდი და ვაცნობიერებდი, რომ ასეთ ქვეყანაში არ დავბადებულვარ და ვერასოდეს, ვერავინ წამიკიდებს ცოცხლად ცეცხლს.
გამოვცარიელდი.
“– ხომ არ არსებობს აღდგომა?
– დიახ, მასწავლებელო.
– დიახ კი არა, არა–თქო!
– არა, მასწავლებელო!
– მაშ ეს ბიჭი ხომ იმსახურებს ამისათვის სასჯელს?! – ლუკაზე მიუთითა დირექტორმა.
– დიახ, მასწავლებელო!
– აბა, შემოარბენინეთ ასი წრე! – ბრძანა დირექტორმა და ბალღები კიჟინით გაეკიდნენ ლუკას.
ორმოცდამეთხუთმეტე წრეზე მთელი ეზო თვალებში დაუტრიალდა ლუკას და გონი აერია, მუხლები მოეკვეთა და წაიქცა. დირექტორმა წამოაყენა და ჩაეკითხა:
– აბა, აღდგა ქრისტე?
– ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ, მასწავლებელო..!
გოდერძი ჩოხელი
ვინც შენს ერთგულებას ზანდუკში ჩაკეტილი განძივით უყურებს, რომლის „ერთადერთი გასაღები გულზე ჰკიდია“ და ამ გულზე სხვას ისე დაიწვენს , არ იფიქრებს , „ჩემს ქონებას“ რაიმე დააკლდებაო. აი, იმ განძიდან უნდა გაძარცვო ეს გაუტანელი „ძუნწები“ და გააღატაკო, რომ გაიგონ, რა სიმდიდრის პატრონები იყვნენ და რა დაჰკარგეს.
ოტია იოსელიანი
ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ამ ფაქტს წინ უძღოდა კონფლიქტი მეფესა და მთავარეპისკოპოს მიქაელს შორის. შუა აზიასა და ინდოეთის ლაშქრობებიდან დაბრუნებულ ვახტანგს მიქაელმა ქრისტიანობის უარყოფა დასწამა. მეფემ უარყო აბსურდული ბარალდება და თავის მხრივ მთავარეპისკოპოსი ”ვერცხლისმოყვარეობაში” დაადანაშაულა. მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა გაეწმინდა ეკლესიები უღირსი და მეფის მოწინააღმდეგე პირებისაგან. მიქაელი ამის წინააღმდეგ გამოვიდა და სავარაუდოდ, კონფლიქტის მთავარი მიზეზიც სწორედ ეს იყო. ვახტანგი პირადად მივიდა მთავარეპისკოპოსთან კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მიქაელმა ფეხი მოუქნია და კბილებში სცა. ვახტანგს წინა კბილი ჩაემტვრა და სისხლი წარსდინდა. განრისხებული მეფის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად გააგზავნეს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მეთაურად (კათალიკოსად) ბიზანტიის იმპერატორს, პეტრეს, კურთხევა სთხოვა.
კათალიკოსობის შემოღება მიჩნეულია საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) მოპოვების ფაქტად, რამაც აამაღლა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე.
გონებრივად ჩამორჩენილი ბიჭი დედამ გენიოსად აქცია!!!!
ერთხელ, პატარა თომას ედისონმა,
როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: "თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული, რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ."
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (რომელიც იმ დროისათვის უკვე აღიარებულიყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა სადაც ეწერა: "თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას ამეცადინოთ სახლში"
ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: "თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".
აი,რა შეუძლიათ დედებს....
„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა – ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია – ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“
ჩარლი ჩაპლინი

Thursday, 8 September 2016

მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის საზაფხულო დავალებების სია გამოაქვეყნა და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა!

      იტალიელი მასწავლებელი ჩეზარე კატა, ქალაქ ფერმოდან, მართლაც საქვეყნოდ ცნობილი გახდა იმ საშინაო დავალებით, რომელიც თავისი მოსწავლეებისთვის შეადგინა. მან 15 პუნქტად ჩამოაყალიბა, თუ რა უნდა გააკეთონ მოსწავლეებმა ზაფხულში. ეს საშინაო დავალება ათობით ათასმა ადამიანმა ნახა და მოიწონა, ალბათ, დამსახურებულად. ნახეთ თავად.

   15 პუნქტი ზაფხულისთვის ჩეზარე კატასგან:

1.
დილაობით ზღვის სანაპიროზე ისეირნეთ მარტომ, წყალზე მზის ციალს უყურეთ და იმაზე იფიქრეთ, რაც გაბედნიერებთ.

2.
ეცადეთ, ახალი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც ამ წელს ვისწავლეთ. რაც მეტ ახალ-ახალ სიტყვას გამოიყენებთ საუბრის დროს, მით უფრო საინტერესოდ იფიქრებთ, ხოლო რაც მეტი ფიქრი და აზრი გექნებათ, მით უფრო თავისუფალი იქნებით.

3.
იკითხეთ! ბევრი, რამდენსაც შეძლებთ. და არა იმიტომ, რომ ვალდებული ხართ. იკითხეთ იმიტომ, რომ ზაფხული საუკეთესო შთაგონებაა ოცნებებისა და თავგადასავლებისთვის, კითხვა კინამდვილი ფრენა. იკითხეთ, რადგან ეს ბუნტის საუკეთესო ფორმაა (იმის გასაგებად, თუ რა უნდა წაიკითხოთ, მე მომმართეთ).

4.
მოერიდეთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის ნეგატივი და სიცარიელის განცდა მოაქვს (ნივთებს, სიტუაციებსა და ადამიანებს). იპოვეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც სულიერად გამდიდრებენ, რომელთაც ესმით თქვენი და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხართ.

5.
თუ ნაღველი ან შიში შემოგაწვათ, ნუ ღელავთ: ზაფხულს, ისევე როგორც ნებისმიერ რამეს ცხოვრებაში, ხანდახან მოაქვს სულიერი ფორიაქი. აწარმოეთ დღიური, აღწერეთ, როგორ გრძმობთ თავს (სექტემბერში კი, თუ მოისურვებთ, ჩვენ ამას ერთად წავიკითხავთ).

6.
იცეკვეთ და ნუ შეგრცხვებათ. ყველგან, სადაც გინდათ: საცეკვაო მოედანზე, ან თუნდაც თქვენს ოთახში, მარტოკამ. ზაფხული ცეკვაა და სისულელე იქნება, თუ ამაში არ მიიღებთ მონაწილეობას.

7.
ერთხელ მაინც შეეგებეთ ალიონს. მდუმარედ იდექით და ღრმად ისუნთქეთ. თვალები დახუჭეთ და მადლიერებას იგრძნობთ.

8.
ძალიან აქტიურად დაკავდით სპორტით.

9.
თუ ვინმეს შეხდვით, ვინც ძალიან მოგეწონათ, უთხარით მას ეს ისე ლამაზად და დამაჯერებლად, როგორც მოახერხებთ. ნუ შეგეშინდებათ. თუ არაფერი გამოვა, .. ასე იყო საჭირო, ხოლო თუ გაგიგებენ და ასევე გიპასუხებენ, მაშინ ამ ზაფხულის დღეებს ერთად გაატარებთ და ეს ოქროს ხანა იქნება (წარუმატებლობის შემთხვევაში დაუბრუნდით მე-8 პუნქტს). 

10.
წაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილების კონსპექტები: ის, რაც ერთად წავიკითხეთ, შეადარეთ იმას, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

11.
ისეთივე ბედნიერები იყავით, როგორც მზის შუქი და ისეთივე თავისუფალი, როგორც ზღვა.

12.
გთხოვთ, შეეშვით ლანძღვა-გინებას. თავაზიანები და კეთილები იყავით.

13.
უყურეთ კარგ ფილმებს, ღრმა ემოციური საუბრებით (თუ შეძლებთ, ინგლისურად), იმისთვის, რომ ინგლისურიც გაიღრმავოთ და განცდისა და ოცნების უნარიც გაიღვივოთ. დაე ნუ დასრულდება თქვენთვის ფილმი საფინალე ტიტრებთან ერთად, კიდევ ნახეთ ხელახლა, გაიაზრეთ, იფიქრეთ მასზე.

14.
ზაფხული მომაჯადოებელია. დილის ბრჭყვიალა სხივების და ცხელი საღამოების ფონზე იოცნებეთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ცხოვრება. ეცადეთ, რაც შეიძლება მალე ჩაიგდოთ ცხოვრების სადავე ხელში, რათა ოცნებისკენ მიმავალ გზას არ აცდეთ. 

15.
იყავით კარგები. 

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...