Tuesday, 30 August 2016

"დედა სხვაა და ცოლი სხვა, დედა შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს, სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს, რადგან იმის გაჩენილი ხარ, ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე, გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი, თუ გიჟი დედის გამო, რადგან იმავე ღმერთმა, რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა, სხვებს-თავისთავად, შენი განკითხვის საშუალება მოუსპო.
ცოლი კი სხვაა, ცოლს კაცი ირჩევს და ამ არჩევანში გამოჩნდება ხოლმე კაცის გემოვნებაცა და ღირსებაც. მაგრამ, რაც არ უნდა გემოვნებიანი და ღირსეული იყოს კაცი, მაინც შეიძლება შეეშალოს არჩევანი. ეს უკვე ბედის საქმეა, ბედის კი არა-უბედობის.
ცოლის მაგიერი შეიძლება იშოვოს კაცმა, - დედისა კი ვერა. დედის დათმობაც არ შეიძლება, რადგან არ მოიპოვება, არც აირჩევა, არც გაიყოფა, შენიც იმდენია, რამდენიც შენი ძმისა, ორნი კი არა, შეიძლება ათნი იყოთ, დედა კი ერთია და ათივესთვის ერთნაირი".
- ოთარ ჭილაძე
"გიყვარდა და აღარ გიყვარს მასეთი რამ არ არსებოს..თუ მართლა გიყვარს სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა ესეიგი არც არასოდეს გყვარებია."
/ოტია იოსელიანი/
''ამპარტავნება და სიამაყე სხვადასხვა რამეა,თუმცა ხშირად სინონიმებადაც იხმარება.კაცი შეიძლება ამაყი იყოს,მაგრამ არა ამპარტავანი.სიამაყე ის არის,რასაც ჩვენს თავზე ვფიქრობთ.ამპარტავნება კი ის არის,რაც სხვებმა გვინდა,რომ ჩვენზე იფიქრონ. ’’


                                                                         ჯეინ ოსტინი’’სიამაყე და ცრურწმენა’’

Sunday, 28 August 2016

ერთხელ მოხუცი გლეხი ტყეში შეშას აგროვებდა. საბოლოოდ, მთელი დღის ნამუშევარი მოხუცი ძლიერ დაიღალა, სასოწარკვეთილმა შეშის კონა ძირს დააგდო და ტირილით შესძახა: – აღარ მინდა სიცოცხლე, ნეტავ სიკვდილი მოვიდოდეს ახლა და წამიყვანდესო!”
საუბარი არც კი დაემთავრებ
ინა, რომ მოხუცს, შემზარავი ჩონჩხის სახით, სიკვდილი გამოეცხადა.– რა გინდოდა მოკვდავო? გავიგონე რომ მეძახდიო” – ჰკითხა მან მოხუცს.მოხუცი შეცბა და სიკვდილს მიუგო: - ბატონო ჩემო, შეშის კონა ჩამომივარდა მხრიდან და იქნებ დამეხმაროთ, რომ ისევ ზურგზე მოვიგდოო.
 - და როგორ შეგიძლია ლაპარაკი, თუ ტვინი არ გაქვს? - იკითხა დოროთიმ.
- არ ვიცი - უპასუხა საფრთხობელამ - მაგრამ მათ, ვისაც ტვინი არ აქვთ, ძალიან უყვართ ლაპარაკი"
ფრენკ ბრაუმი - "ოზის საოცარი ჯადოქარი''
არიან ადამიანები, რომლებიც ბედს ებრძვიან. ასეთნი მხოლოდ ნაადრევ სიკვდილს იპოვიან. არიან ადამიანები, რომლებიც ბედს ემორჩილებიან. მათი ცხოვრება სიმწრით იქნება აღსავსე და იმედგაცრუებულინი მოკვდებიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მტკიცედ და უდრეკად ხვდებიან ბედს, ყველა მის გამოწვევას უძლებენ, არაფერს უშინდებიან და მხოლოდ უფრო და უფრო ძლიერნი ხდებიან. სწორედ ამ უკანასკნელთ შესწევთ სამყაროს შეცვლის ძალა.

85 საინტერესო ფაქტი ადამიანის სხეულზე


ტვინი:
1. ნერვული იმპულსები მოძრაობენ 270კმ/სთ სისწრაფით.
2. მუშაობისთვის ტვინს იმდენივე ენერგია ესაჭიროება, რამდენიც 10 ვატიან ნათურას.
3. ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია 5-ჯერ მეტი ინფორმაცია შეინახოს, ვიდრე ნებისმიერ ენციკლოპედიას.
4. ტვინი მოიხმარს მთლიანი ჟანგბადის 20%, რომელიც სისხლძარღვებს მიეწოდება.
5. ღამით ტვინი გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე დღისით.
6. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის IQ, მით უფრო ხშირად ხედავს ის სიზმრებს.
7. ნეირონები განაგრძობენ ზრდას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
8. ტვინი ტკივილს არ გრძნობს.
9. ტვინი 80%-ით შედგება წყლისგან.
გრძნობები:
10. საკვების მიღების შემდეგ ჩვენ შედარებით ცუდად გვესმის.
11. შავკანიანებს გაცილებით მეტი საოფლე ჯირკვალი აქვთ და მათი კანი გამოყოფს სპეციფიურ სუნს(რომელიც ხშირ შემთხვევაში უსიამოვნოა სხვა რასების წარმომადგენლებისთვის), რომელიც შემდეგ თაობასაც გადაეცემა თუ შთამომავლის ერთ-ერთი მშობელი არის შავკანიანი.
12. თუ თქვენს ნერწყვს არ შეუძლია გახსნას თქვენ მიერ მიღებული საკვების ელემენტები, თქვენ ვერ შეიგრძნობთ გემოს.
13. სუნის აღქმის უნარი ქალებს დაბადებიდან უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
14. ცხვირს ახსოვს 50 000 სხვადასხვა არომატი.
15. ყველა ადამიანის მხოლოდ 1/3 აქვს 100%-იანი მხედველობა.
შინაგანი ორგანოები:
16. ყველაზე დიდი შინაგანი ორგანო წვრილი ნაწლავია.
17. ადამიანის გული ქმნის წნევას, რომელიც საკმარისია, რომ სისხლი 8 მეტრზე გადაანთხიოს.
18. მჟავას, რომელიც ადამიანის კუჭშია, შეუძლია დაადნოს მეტალი.
19. ადამიანის სისხლძარღვთა სიგრძე - 96 000 კმ-ია.
20. კუჭი განიცდის სრულ განახლებას 3-4 დღეში.
21. ფილტვების ზედაპირის ფართობი დაახლოებით უდრის ტენისის კორტის ფართობს.
22. ქალის გული უფრო სწრაფად ცემს ვიდრე მამაკაცის.
23. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თირკმელს 500-ზე მეტი ფუნქცია აქვს.
24. მარცხენა ფილტვი მარჯვენაზე მცირეა, გულისთვის ადგილი რომ იყოს.
25. შესაძლებელია მოიშოროთ შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილი და ჩვეულებრივად განაგრძოთ ცხოვრება.
ორგანიზმის ფუნქციები:
26. დაცემინების სისწრაფე შეადგენს 160კმ/სთ-ს.
27. ხველების სისწრაფემ შეიძლება მიაღწიოს 900კმ/სთ-ს.
28. ქალები ორჯერ უფრო ხშირად აპაჭუნებენ თვალებს.
29. გავსებული შარდის ბუშტი ფეხბურთის ბურთის ზომამდე აღწევს.
30. ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტების 75% წყლისგან შედგება.
31. ფეხებზე არის დაახლეობით 500 000 საოფლე ჯირკვალი, მათ შეუძლიათ გამოიმუშავონ დღეში ერთი ლიტრი ოფლი.
32. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი გამოიმუშავებს იმდენ ნერწყვს, რომ ეს საკმარისი არის აუზის გასავდებად.
33. ადამიანი საშუალოდ 14-ჯერ უშვებს გაზებს დღის განმავლობაში.
სექსი და ორსულობა:
34. ყოველ დღე მსოფლიოში საშუალოდ 120 მილიონი სქესობრივი აქტი ფიქსირდება.
35. ყველაზე დიდი უჯრედი არის კვერცხუჯრედი, ყველაზე მცირე - სპერმოტოზოიდი.
36. ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ქალები სიზმარში ყველაზე ხშირად ხედავენ: ბაყაყებს, ჭიებს და მცენარეებს.
37. კბილები ადამიანის გაჩენამდე 6 თვით ადრე იწყებენ ზრდას.
38. თეთრკანიანი ბავშვების 95% ცისფერი თვალებით იბადება.
39. ყოველი 2000-ე ბავშვი იბადება კბილით.
40. ნაყოფი იძენს თითის ანაბეჭდებს სამი თვის ასაკში.
41. ყველა ადამიანი, საკუთარი ცხოვრების ნახევარი საათის განმავლობაში წარმოადგენდა მხოლოდ ერთ უჯრედს.
42. ძილის დროს მამაკაცების უმრავლესობას ერექცია მოსდის ყოველ ნახევარ ან ერთ საათში - ტვინი ხომ ღამით უფრო აქტიურია.
43. თითქმის ყველა ადამიანს განუცდია ორგაზმი ძილის დროს - ამის მიზეზი სიზმარია.
თმები და ფრჩხილები:
44. თმა სახეზე იზრდება ნებისმიერ სხვა ადგილზე უფრო სწრაფად.
45. ყოველდღიურად ადამიანი საშუალოდ კარგავს 60-100 თმას.
46. ქალის თმის დიამეტრი ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე მამაკაცისა.
47. ადამიანის თმას შეუძლია გაუძლოს 100კგ წონას.
48. ფრჩხილი შუა თითზე დანარჩენებთან შედარებით იზრდება უფრო სწრაფად.
49. ქერებს გაცილებით მეტი თმა აქვთ, უბრალოდ ის ნაკლებად შესამჩნევია ადამიანის თვალისთვის.
50. ადამიანის თმის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-7 წელია.
51. თმის ცვენამ სულ მცირე ნახევარს უნდა მიაღწიოს, ეს რომ შესამჩნევი გახდეს.
52. ადამიანის თმა ფაქტიურად არ ექვემდებარება დაქუცმაცებას.
დაბერება და სიკვდილი:
53. კრემირებული ადამიანის ფერფლის მასა საშუალოდ 4კგ-ს შეადგენს.
54. 60-წლისთვის ადამიანების უმრავლესობა კარგავს გემოს რეცეპტროების ნახევარს.
55. თვალები მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები განაგრძობენ ზრდას მუდმივად.
56. 60 წლისთვის ქალების 40% და მამაკაცების 60% იწყებს ხვრინვას.
57. ბავშვის თავი შეადგენს მისი სიგრძის მეოთხედს, 25 წლისთვის თავის სიგრძე ადამიანის სიგრძის მხოლოდ 1/8 შეადგენს.
ტკივილები და ტრავმები:
58. ყველაზე ხშირად გულის შეტევები ფიქსირდება ორშაბათს.
59. ადამიანებს გაცილებით დიდ ხანს შეუძლიათ გაძლონ საჭმლის გარეშე, ვიდრე ძილის გარეშე.
60. როდესაც თქვენ ირუჯებით, ეს ცუდად მოქმედებს თქვენს სისხლძარღვებზე, რაც დროთა განმავლობაში უფრო შესამჩნევი ხდება.
61. დაავადებების 90% ჩნდება სტრესის გამო.
62. თავის მოჭრის შემდეგ, ის გონებას არ კარგავს 15-20 წამის განმავლობაში.
კუნთები და ძვლები:
63. თქვენ ძაბავთ 17 კუნთს იმისთვის რომ გაიღიმოთ.
64. ბავშვები იბადებიან 300 ძვლით, ზრდასრულ ადამიანს სულ 206 ძვალი აქვს.
65. დილით ჩვენ სანტიმეტრით უფრო მაღლები ვართ, ვიდრე საღამოს.
66. ადამიანის სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთი - ენაა.
67. ადამიანის სხეულის ყველაზე მძიმე ძვალი - ყბაა.
68. იმისთვის რომ გააკეთოთ ნაბიჯი, თქვენ საქმეში რთავთ 200 კუნთს.
69. კბილი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც არ შეუძლია რეგენერაცია.
70. კუნთები ორჯერ უფრო ნელა მცირდებიან, ვიდრე მკვრივდებიან.
71. ზოგიერთი ძვალი მეტალზე უფრო მყარია.
უჯრედის დონეზე:
72. სხეულის კვადრატულ სანტიმეტრზე 16 000 ბაქტერიაა.
73. ყოველ 27 დღეში თქვენ იცვლით კანს.
74. ყოველ წუთს ადამიანის ორგანიზმში 3 000 000 უჯრედი კვდება.
75. ადამიანები კარგავენ კანის 600 000 ნაწილაკს ყოველ წუთს.
76. ენის ყველა ანაბეჭდი უნიკალურია.
77. ადამიანის სხეულში საკმარისი რკინაა, იმისთვის რომ სეიქმნას ლურსმანი.
78. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სისხლის ჯგუფია - პირველი.
79. ტუჩები ლამაზია იმიტომ, რომ კანის ქვეშ ბევრი კაპილარია.
სხვადასხვა:
80. რაც უფრო ცივია ოთახი, რომელშიც თქვენ გძინავთ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კოშმარი დაგესიზმრებათ.
81. ადამიანის ცრემლი შეიცავს ფერმენტს, რომელიც ანადგურებს ზოგიერთი პარაზიტის უჯრედებს.
82. ნახევარ საათში სხეული იმდენ ენერგიას გამოყოფს, რაც საკმარისია ლიტრი წყლის ასადუღებლად.
83. მანძილი თქვენს მიერ გაშლილ ხელებს შორის - არის თქვენი სიმაღლე.
84. მემარჯვენეები საშუალოდ 9 წლით მეტს ცხოვრობენ ვიდრე ცაციები.
85. ქალები წვამენ ცხიმს მამაკაცებზე ნელა - დაახლოებით 50 კალორიით ნაკლებს დღეში.
– დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
– სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…
– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, – დაჯექი დუმბაძე, – მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.
….
დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
– აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! – ვკითხე უცებ ჯარისკაცს, – ოღონდ, თუ კაცი ხარ, არ გამცე დაშტამპული, მაღალფარდოვანი, გაცვეთილი და ყალბი პასუხი. გულწრფელად თქვი ის, რასაც ფიქრობ! – ვთხოვე მე. მან დიდხანს უყურა გაღმა ნაპირს, მერე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა:
– რა ბედნიერებაა, ამხანაგო ლეიტენანტო, მე და თქვენ რომ ამ ხიდს გამოღმა დავიბადეთ.
….
სამშობლო ხაჭაპური როდია, რომ გულიდან მარტო ყველი გამოჩიჩქნო, ჭამო და ქერქი გადაყარო. სამშობლო ისაა, თავის ყველიან, ქერქიან, ნახშირიან, მტვრიანად რომ შეჭამ და მოინელებ.
….
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვიდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაჰკრიფო. თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორთავე საოცრად ჰგავს ლოცვას, ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
….
– რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
– დიახ, თქვენ, იქნებ არ იცით?
– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ დაუფიქრებლად ქუჩაში…
– დიახ, ასე უცბად დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მიპასუხებს და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.
….
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
….
კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ, სხვა სოფელში წახვიდე.
….
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
….
– იქნებ, შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.
– მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ყველა კაცი ამ ქვეყნიდან სიცოცხლით გაუმაძღარი, – მიპასუხებს იგი.
ნოდარ დუმბაძე
წერილიდან “სამშობლო”

Thursday, 25 August 2016

პატრიარქის პირადი არქივიდან:

"ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"

დამწერლობა

ლურსმნული დამწერლობა 
პირველი “თიხის წიგნები” შუმერებმა შექმნეს. ლერწმის ღეროთი სველ თიხაზე გამოყვანილი შუმერული ნიშნები საოცრად წააგავს ლურსმნებს. ამიტომ მეცნიერებმა ამ დამწერლობას ლურსმნული უწოდეს. ლურსმნული ნიშნების ერთი და იგივე კომბინაცია შუმერულ დამწერლობაში გამოხატავდა სიტყვასაც, მარცვალსაც და ხმოვანსაც.
იეროგრიფული დამწერლობა
ძველეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა კონკრეტულ საგანთა სქემატური გამოსახულებიდან განვითარდა. ამ გამოსახულებებს მიენიჭათ მოცემულ საგნებთან დაკავშირებული მნიშვნელობებიც. იეროგლიფურის გვერდით ეგვიპტურ დამწერლობაშივე ჩაისახა ფონოგრამებიც. გარკვეულ გამოსახულებათა კომბინაცია,რომელიც გამოხატავდა ორ, სამ და ზოგჯერ ერთ ბგერასაც.
ლურსმნული დამწერლობის განვითარება
შუმერებისგან ლურსმნული დამწერლობა ძველი აღმოსავლეთის სხვა ხალხებმა – ბაბილონელებმა, ასურებმა, სპარსელებმა, ფინიკიელებმა და სხვებმა გადაიღეს. მათ თანდათანობით სრულყვეს იგი: გამოსახულებები მიუსადაგეს საკუთარი ენების მარცვლებსა და ცალკეულ ბგერებს. მაგალითად, ძველ სპარსულ დამწერლობაში ლურსმნულ ნიშანთა ერთი და იგივე კომბინაცია მრავალსაც აღნიშნავდა და ცალკეულ ბგერასაც. თანდათანობით სადამწერლობო ნიშანთა რაოდენობა შემცირდა . თუ შუმერების ლურსმნული 1000-მდე ნიშანს ითვლიდა, ძველ სპარსეთში უკვე 40 ნიშანი გამოიყენებოდა.

ფინიკიური ანბანი

   ფინიკიურ დამწერლობას საფუძვლად დაედო ეგვიპტური,კერძოდ, ის ნიშნები ეგვიპტური დამწერლობისა,რომლებიც თანხმოვნებს გამოხატავდნენ. ფინიკიელებმა ამ ნიშნების საფუძველზე შექმნეს ანბანური დამწერლობა,რომელშიც 22 ასო შედიოდა. ეს ასოები მხოლოდ თანხმოვნებს აღნიშნავდნენ და ამიტომ ამ დამწერლობას კონსონანტური ეწოდა.
   ფინიკიური დაედო საფუძვლად ძვ. ბერძნულ დამწერლობას,ბერძნებმა ხმოვნებისთვისაც შემოიღეს გარკვეული ნიშნები და ნამდვილი ანბანური დამწერლობა შექმნეს. ფინიკიური დამწერლობის მეორე განშტოებაა არამეული,რომელიც კონსონანტურ დამწერლობას წარმოადგენს,ეს დამწერლობა წარმოიშვა ჩვ.წ.აღ-მდე პირველი ათასწლეულის დასაწყისში.
  არამეულ დამწერლობა შემდგომში საფუძვლად დაედო სირიულ,ებრაულ,არაბულ და ფალაურ დამწერლობებს. ამრიგად,ანბანური დამწერლობების საფუძველს ფინიკიური დამწერლობა ქმნის,რომლის ორი დიდი განშტოება შემდეგში უამრავ სხვადასხვა ანბანურ დამწერლობაში გადაიზარდა.

პიქტოგრამული და იდეოგრამული დამწერლობა

    დამწერლობის ადრეული ნიმუშები გრაფემის სახით სურათებს იყენებდნენ, რომლის ყველაზე კლასიკური მაგალითი ძველი ეგვიპტური დამწერლობაა. მაგალითად: თავდაპირველად სიტყვა beth სემიტურ ენებში აღნიშნავდა "სახლს" და თანხმოვანი "ბ"–ს ჩასაწერად სემიტურ პიქტოგრამულ დამწერლობაში სახლის მარტივ გამოსახულებას იყენებდნენ (იგივე პრინციპით ალეფი [ალფა] ნიშნავდა "ხარს", გიმელი [გამა] – აქლემს, დალეთი [დელტა] – კარებს და ა.შ.).
     ჩინური დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრამული იყო. ხელის გამოსახატავად ხატავდნენ ხელის მტევანს, მზის გამოსახატავად ხატავდნენ მზეს და ა.შ., თუმცა როდესაც მათ სურდათ ისეთი აბსტრაქტული ცნების გამოხატვა, როგორიცაა სიყვარული ან სიძლიერე, ისინი ამას რამდენიმე პიქტოგრამის გაერთიანებით და პიქტოგრამთა ამ ჯგუფისათვის ახალი აზრის მინიჭებით ახერხებდნენ. მაგალითად: მზის პიქტოგრამაზე დახატული ხის პიქტოგრამა აღნიშნავდა აღმოსავლეთს, რაც ხეს მოფარებულ, ამომავალ მზეს აღნიშნავდა, ისინი მზის ამოსვლას აღმოსავლეთს უკავშირებდნენ. შემდგომში პრაქტიკული მიზნით მზის და ხის ხატვას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩინელებმა მზის და ხის აღმნიშვნელი სიმბოლოები, იდეოგრამები არჩიეს და შედეგად ეს იეროგლიფი მიიღეს – 東. ასე იქცა პიქტოგრამული დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობად. დღესდღეობით ჩინური და იაპონური დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობას წარმოადგენს.
    პიქტოგრამული ან იდეოგრამული სისტემა არაეფექტურია, გამომდინარე სიმბოლოთა იმ დიდი რაოდენობისგან, რომლებსაც ისინი შეიცავენ. მნიშვნელოვანი მომენტი კი, იდეოგრამული სისტემიდან ანბანურ სისტემაზე გადასვლისას ის იყო, როდესაც ასოითი ნიშნები გარკვეული იმპლიციტური მნიშვნელობებისაგან გაათავისუფლეს და თითოეულ ბგერით ერთეულს, ფონემას გრაფიკული ერთეული გრაფემა შეუსაბამეს. პირველი ასეთი მცდელობა ძველ შუმერება განახორციელეს შუმერულ ფონეტიკურ დამწერლობაში.

ეს საინტერესოა...

1.ეგვიპტელები თავის საცხოვრის ’’კემეს’’ ანუ ’’შავ ქვეყანას ’’ უწოდებდნენ,უდაბნო ს კი ’’წითელ ქვეყნად’’ მოიხსენიებდნენ.
2.’’კემეს’’ქვეყანას დღევანდელი სახელი-ეგვიპტე ძველმა ბერძნებმა შეარქვეს.
3.საიქიოს ეგვიპტელები  ’’დასავლეთის ქვეყანას’’ უწოდებდნენ,რომელსაც ღვთება ოსირისი მართავდა.ოსირისის მეუღლე იყო ისიდა-ნაყოფიერებისა და დედობრივი სიყვარულის ქალღმერთი.
4.ეგვიპტური იეროგლიფები გაშიფრა ფრანგმა მეცნიერმა ჟან ფრანსუა შამპოლიონმა 1882 წელს.
5.ეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა 750 ნიშანს ითვლიდა.ეგვიპტელები ხმოვან ბგერებს არ ხმარობდნენ და ყველა ნიშანი თანხმოვანი ბგერის ამსახველი იყო.
6.ლურსმული დამწერლობის გაშიფვრა პირველად 1802 წელს გერმანიის ქალაქ გეტინგენის გიმნაზიის მასწავლებელმა გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდმა შეძლო.

’’ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი’’

   დღეს მსოფლიოში სამი ათასამდე ენაა,ანბანი კი მხოლოდ 14.მათ შორის არის ქართული ანბანიც.
  ქართული ანბანური დამწერლობის შემოღებას ’’ქართლის ცხოვრება’’ მეფე ფარნავაზს(დაახლოებით 2300 წლის წინ) მიაწერს.უძველესი ქართული წერილობითი ძეგლი,რომელიც ჩვენ დღეს მოგვეპოვება 1500 წლისაა.
  ქართული ანბანი სამი სახისაა:   ა ს ო მ თ ა ვ რ უ ლ ი,  ნ უ ს ხ უ რ ი  და                          მ ხ ე დ რ უ ლ ი.ისინი ერთმანეთისაგან წარმოიშვნენ და განვითარდნენ.ანბანი,რომელსაც დღეს ვხმარობთ არის მხედრული.
  ძველი და თანამედროვე ქართული ანბანის ასოები ისე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან,რომ იფიქრებთ სხვადასხვა ერის ანბანიაო.ერთადერთი ასო, რომელიც დღესაც ისე გამოიყურება,როგორც 1500 წლის წინ არის ასო .
  უძველესი ქართული წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე ბოლნისის სიონის ტაძარმა შემოგვინახა.იგი მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება.საზღვარგარეთ,პალესტინაში აღმოჩენილი ქართული ძეგლი კი მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება.

Wednesday, 17 August 2016

"დაე, ძაღლისგან მრავალს ესწავლოს ერთგულება და თავგამოდება."
შოთა ნიშნიანიძე

"21 სექტემბერს ყველამ, სადაც არ უნდა იყოს, უნდა თქვას პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა“


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ 21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

"ა.წ. 21 სექტემბერს მთელი მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს. ჩვენ, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებს, გვმართებს მისდამი განსაკუთრებული პატივისცემის გამოჩენა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამ დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში დაირეკება ზარი 12-ჯერ და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო"...", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე დღეს, 12:00 საათზე, მახათას მთაზე მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის გუმბათზე მოხდება ჯვრის აღმართვაც.

ჯვარს წინა დღეს, 20 სექტემბერს მახათაზე მშენებარე ტაძრის ეზოში დაასვენებენ და 19:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მას აკურთხებს. აღმართვამდე მრევლს ნაკურთხ ჯვართან მისვლის და მთხვევის შესაძლებლობა ექნება.
    გაჭირვება არ ამართლებს უზნეობას, გაჭირვება არ ამართლებს ხელმრუდობას, უწესობას. მუდამ უჭირდა ჩვენს ხალხს, მაგრამ ქვეყანას არ ვაქცევდით, არ ვქურდობდით, არ ვძარცვავდით, არ ვუსაქმურობდით. ყველაზე დიდი დანაშაული უსაქმურობაა, რომლისგანაც ყველა ბოროტება წარმოიშობა. სამსახური არ იშოვებაო, რომ ამბობენ, რა, ყანა არ იშოვება?! მიდი და დარგე ხე! თუ არ გაქვს ეზო, ქუჩაში დარგე! პარლამენტში რომ მიძვრებიან, იმათ ერთი ხე დაურგავთ და გაუხარებიათ?! საქმე უნდა გაიჩინო და გექნება! მთავრობა სასურველი არასოდეს ყოფილა თუნდაც მდიდარ ქვეყანაში. მთავრობა ძალადობრივია თავისი ბუნებით და არავის უყვარს მოძალადე. მიწის ყველა ნაგლეჯი შენი ქვეყანაა და მოუარე! ერი შობს კულტურას და რა დონისაცაა, იმ დონისას ქმნის.

"ლიტერატურის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთია"
ცუდს ჩვენს შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ. ვინც ჩვენზე უკეთესია – ჩვენთვის არ სცალია.

"ომარ ხაიამი"
როდესაც რამე ცუდი ხდება, სვამ რათა ეს დაივიწყო; როდესაც რამე კარგი ხდება, სვამ იმისთვის, რომ ეს აღნიშნო. როდესაც არაფერი არ ხდება, სვამ იმისთვის, რომ მოხდეს.

"ჩარლზ ბუკოვსკი" 
ხშირად ამბობენ, რომ ადამიანს ‘მხეცური’ ბუნება აქვს, მაგრამ სინამდვილეში დიდი უსამართლობაა ადამიანი ცხოველს შეადარო: ცხოველი ვერასოდეს ისეთი ულმობელი ვერ იქნება, როგორც ადამიანია.“

დოსტოევსკი / ძმები კარამაზოვები/
"არაფერია დედის სიყვარულზე უფრო წმინდა და უანგარო; ყოველგვარი სიყვარული, ყოველგვარი ვნება და ერთგულება ან სუსტია, ან ანგარებიანია მასთან შედარებით."

ჰ ი პ ე რ ა ქ ტ ი ვ ო ბ ა

თუ   ბავშვს  აქვს   სწავლისა  და  თანაკლასელებთან,  პედაგოგებთან  ურთიერთობის პრობლემები,  უჭირს კონცენტრაცია საკლასო გარემოში,  მუდმივად ცქმუტავს, ხშირად ეკარგება   ნივთები   –    შესაძლოა,  რომ  მას   ჰქონდეს   ყურადღების   დეფიციტის   და ჰიპერაქტივობის   სინდრომი.   ასეთ   ბავშვებს   ხშირად   “ჰიპერაქტიურებსაც”   უწოდებენ.
რა ახასიათებს ჰიპერაქტივობას?

უყურადღებობა:  ასეთ დროს ბავშვს უჭირს ყურადღების კონცენტრაცია დეტალებზე, ხშირად ,,ეპარება’’ შეცდომები, უჭირს ყურადღების შენარჩუნება დავალების შესრულების, ან თამაშის დროს; როდესაც ესაუბრებით, გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ არ გისმენთ;  ხშირად ვერ ახერხებს მისდიოს და შეასრულოს მითითებები; ვერ ასრულებს სკოლისა და საშინაო დავალებებს ბოლომდე;  უჭირს მოქმედების ორგანიზება;  თავს არიდებს ისეთი დავალებების შესრულებას, სადაც მობილიზება და ძალისხმევის გაწევაა საჭირო; ხშირად კარგავს ნივთებს;  გულმავიწყია.
იპერაქტივობა:   ცქმუტავს და ვერ ისვენებს; ტოვებს საკუთარ ადგილს კლასში, ან სხვაგან;  სიტუაციისადმი შეუსაბამოდ დარბის და ძვრება ყველგან;  სულ მოძრაობაშია;  ხშირად და ძალიან ბევრს ლაპარაკობს.
მპულსურობა ხშირად პასუხს  შეკითხვის დამთავრებამდე წამოიძახებს; უჭირს საკუთარი ჯერის დალოდება; ხშირად იჭრება სხვების აქტივობაში, აწყვეტინებს თამაშსა და საუბარს.

ჰიპერაქტიურ   ბავშვებს უყურადღებობისა და მოუსვენრობის გამო ხშირად აქვთ დაბალი აკადემიური მოსწრება, იმპულსურობის გამო ექმნებათ  პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობისას, ხშირი შენიშვნების გამო კი აქვთ დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ უფროსების მიმართ ნეგატიური განწყობაც.

როგორ უნდა მოიქცეთ ჰიპერაქტიურ ბავშვთან, 7 რჩევას ნინო ლაბარტყავა მოგცემთ.
1სინდრომის დადასტურების შემთხვევაში   მნიშვნელოვანია  მშობლების ინფორმირება   სინდრომის,   ბავშვის   შესაძლებლობებისა   და   სირთულეების შესახებ.   სპეციალისტის   მხრიდან   დახმარება,   რომ   მშობლებმა   შეძლონ სასურველი ქცევის წახალისება და მიუღებლის იგნორირება. ბავშვთან მუშაობა იმ   მიმართულებით,   რომ   ასწავლონ   მას   იმპულსების   შეკავება,   ყურადღების კონცენტრაცია,   ქცევის   მართვა,   სასურველია   სოციალური   ურთიერთობების ტრენინგიც.
 2მნიშვნელოვანია ბავშვის შესაძლებლობებისა   და   ასაკის   გათვალისწინებით რეჟიმის   დაცვა,   ვინაიდან   –   ბავშვის   გარემო,   უფროსების   ქცევა   უნდა   იყოს უცვლელი და ბავშვისთვის პროგნოზირებადი.
 3ბავშვთან საუბრის მითითებების მიცემის შემთხვევაში მარტივიწინადადებების გამოიყენეთ, აგრეთვე მითითებებიც   უნდა   იყოს   პოზიტიურად   ფორმირებული. ვიდრე  10-ჯერ  ეტყვით,   რა   არ   შეიძლება,   აჯობებს   მიუთითოთ,   თუ   რა   უნდა გააკეთოს.
 4ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე   დავალებები  მცირე   ნაბიჯებად დაყავით, მათი შესრულების შემოწმებისას ბავშვი წაახალისეთ და გაამხნევეთ.
 5დახმარე რომ ბავშვმა  აწარმოოს  დღიური/რვეული,   სადაც ჩაწერილი ექნება საკუთარი დღის გარიგიეს დაეხმარება,  რომ  მოახდინოს  განრიგის და ქცევის კონტროლი.
 6საკლასო გარემოში ბავშვი  უმჯობესია  იჯდეს   პირველ  მერხზე   შუა   რიგში,   რათა ნაკლები   იყოს   იმის   ალბათობა,   რომ   მას   ყურადღება   გაეფანტოს.   სანამ   ბავშვს   გაეფანტება   ყურადღება,   შეიძლება თვალით   კონტაქტის   დამყარება,   მიმართეთ სახელით  ან   წინასწარ   შეთანხმებული სიგნალი გამოყენეთ.
 7. დააინტერესეთ მასალით, გაკვეთილის შინაარსიდან   გამომდინარე,   თვალსაჩინო მასალა გამოიწვევს ინტერესს და დაეხმარება მას ყურადღების შენარჩუნებაში.

-მე მხოლოდ მიზეზებს ვეძებ, რად ვერ ბედავენ ადამიანები თავის მოკვლას, მეტი არაფერი, მაგრამ ესეც სულერთია
-ვერ ბედავენო? განა ცოტა იკლავს თავს?
-ძალიან ცოტა.
-არა, მართლა ფიქრობთ ასე?
-
კირილოვმა პასუხი არ გამცა. ადგა და ჩაფიქრებულმა გაიარ-გამოიარა.
მაშ, თქვენი ფიქრით, რა უშლის ხელს ადამიანებს თავი მოიკლან?
- ვიკითხე მე.
ისე დაბნეულად შემომხედა, თითქოს დაავიწყდა, რაზე ვლაპარა კობდით.
-მე... მე ჯერ ცოტა ვიცი... ისე კი ორი რამ უშლის, მხოლოდ ორი: ერთი ძალიან პატარა, მეორე - ძალიან დიდი. მაგრამ ეს პატარაც ძალიან დიდია.
-პატარა რაღაა?
-ტკივილი!
-ტკივილი? ნუთუ ასე ბევრს ნიშნავს... ამ შემთხვევაში?
-ძალიან ბევრს. გვხვდება ორი ჯურის ხალხი: ვინც დიდი მწუხარებისა თუ გაბოროტებისგან იკლავს თავს, ან შეშლილობით მოსდით თუ რაღაც სხვა მიზეზით, ისინი ბევრს არ ფიქრობენ” უცებ გადაწყვეტენ ხოლმე ტკივილი ნაკლებად ადარდებთ; მაგრამ თუ სრულ გონებაზე მყოფი იკლავს თავს, - ის ბევრს ფიქრობს.
- ვითომ შეიძლება სრულ გონებაზე მყოფმა მოიკლას თავი?
-ძალიან ბევრი იკლავს! ტკივილის შიში რომ არა, უფრო მეტიც იქნებოდა. ძალიან ბევრი, ყველა.
- ვითომ ყველა?
კირილოვმა არაფერი თქვა.
- განა არ შეიძლება, უმტკივნეულოდ მოიკლა თავი?
კირილოვი გაჩერდა და შემომხედა.
- წარმოიდგინეთ, თქვენ ქვემოთ დგახართ, ზემოდან კი ვეება, სახლისოდენა ლოდი საცაა უნდა დაგეცეთ თავზე. რომ დაგეცეთ,
გეტკინებათ?
- ვეება ლოდი? რა თქმა უნდა, შემეშინდება.
-მილიონი ფუთი, მთისხელა ლოდი? ცხადია, ტკივილს ვერც ვიგრძნობ.
- ხოლო მართლა რომ მის ქვეშ იდგეთ, ძალიან შეგეშინღებათ,შიშით მაინც შეგეშინდებათ. იცი, არ გეტკინება, და მაინც
გული გაგეწურება” მეტკინებაო
- მეორე დიდი მიზეზი რაღაა?
-საიქიო.
-ესე იგი სასჯელი, არა?
- რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოზე ფიქრია, - მხოლოდ საიქიოზე
- ესეიგი სასჯელი არა?
- რაც გინდა დაარქვით, ისე კი საიქიოზე ფიქრია, - მხოლოდ საიქიოზე.
- ხომ არიან ათეისტები, საიქიოსი რომ არ სწამთ?
არც ამაზე მიპასუხა რამე.
- იქნებ საკუთარი თავით სჯით?
კირილოვი გაწითლდა.
ყველა საკუთარი თავით სჯის. სავსებით თავისუფალი მაშინ ხარ, როცა სიკვდილ-სიცოცხლე შენთვის სულერთია. აი, თავადთავი მიზანი.
-მიზანი? მაშ ეგებ არც არავის მოუნდეს სიცოცხლე?
-არავის, – თქვა გადაჭრით.
-ადამიანს სიცოცხლე უყვარს და სიკვდილის იმიტომ ეშინია,
მე ასე მესმის. ბუნებაც ამას გვკარნახობს.
-ეგ არის მისი ვერაგობა, ამით ატყუებს სწორედ ადამიანს!
-თვალები წამოენთო ინჟინერს, - სიცოცხლე ტკივილი და შიშია, ადამიანი კი უბედური. ახლა ყოველივე ტკივილი და შიშია.
ახლა ადამიანს სიცოცხლე უყვარს, რამეთუ ტკივილი და შიში უყვარს. ასე მოუწყვეს. სიცოცხლე ახლა ტკივილისა და შიშის ფასად ეძლევა ადამიანს, აი, ამით აბრმავებენ ხოლმე. ახლა ადამიანი ჯერ კიდევ ის ადამიანი არ არის. გაჩნდება სხვა, ახალი ადამიანი,ვბედნიერი და ამაყი და მისთვის სულერთი იქნება სიკვდილ-სიცო-ცხლე. ვინც ტკივილსა და შიშს დასძლევს, ის თვითონ გახდება ღმერთი. ის ღმერთი კი აღარ იქნება.
- თქვენი აზრით, მაშ, ის ღმერთი მაინც არსებობს?
- ის არ არსებობს, მაგრამ მაინც არის. ლოდში ტკივილი არ
არის, მაგრამ ლოდის შიშში არის ტკივილი. ღმერთი სიკვდილის
შიშია. ვინც შიშსა და ტკივილს დასძლევს, ის თვითონ ღმერთი
იქნება. მაშინ დაიწყება ახალი ცხოვრება, მაშინ შეიქმნება ახა-
ლი ადამიანი, მაშინ ყოველივე ახლებურად იქნება... მაშინ ისტორია ორ ნაწილად გაიყოფა: გორილიდან ღმერთის მოსპობამდე და ღმერთის მოსპობიდან."
-გორილამდე?
-დედამიწისა და ადამიანის ფიზიკურ გარდაქმნამდე.
ადამიანი ღმერთი გახდება და ფიზიკურად გარდაიქმნება.
ქვეყნიერებაც გარდაიქმნება, სულ სხვა აზრები და გრძნობები წარმოიშობა, როგორ გგონიათ ადამიანო მაშინ ფიზიკურად შეიცვლება?
- თუ სიკვდილ სიცოცხლე ერთი გახდება, მაშინ ყველა თავს მოიკლავს და ალბათ ცვლილებაც ეს იქნება.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ტყუილს ხომ მოკლავენ. ვისაც თავისუფლება ყველაფერს ურჩევნია იმან უნდა გაბედოს თავის მოკვლა.
ვინც გაბედავს თავის მოკვლას, ის ჩასწვდება ტყუილის არსს. ამის მიღმა თავისუფლება არარსებობს, ყოველივე აქ არის, ამის იქით აღარაფერია. ვინც გაბედავს და თავს მოიკლავს, ის ღმერთია. ახლა ყველას შეუძლია ისე გააკეთოს, აღარც ღმერთი
იყოს და აღარც არაფერი. მაგრამ ჯერჯერობით ეს არავის გაუკეთებია.
-თვითმკვლელი მილიონობით იყო...
-ოღონდ ამიტომ არა, ყველას შიში აიძულებდა და არა ის, შიში მოეკლა. ვინც მხოლოდ შიშის მოსაკლავად მოიკლავს თავს,
უმალ ღმერთი გახდება.
-იქნება ვერც მოასწროს.
-ეგ სულერთია, - მითხრა დინჯად და ამაყად, ლამის ზიზღითაც. მერე დასძინა, – მწყინს, რომ თითქოს დამცინით კიდეც.
-მე კი ის მიკვირს, წეღან როგორ ბრაზობდით და ახლა რა დინჯად, თუმცა ცხარედ ლაპარაკობთ.
- წეღან? წეღან სასაცილო იყო, –– გაიღიმა კირილოვმა და
მერე დაღონებით დააყოლა,
- მე არც ლანძღვა მიყვარს და არც
არასდროს ვიცინი.
მე წამოვდექი და ქუდი ავიღე
- ჰო, გეტყობათ, მხიარულად ვერ ატარებთ დროს.
- ეგრე გგონიათ? – გაეღიმა ოდნავ გაკვირვებით, - რატომ
მაინც? არა, მე... მე ვიცი, – აირია უცებ, – სხვებისა არ ვიცი,
მაგრამ ვგრძნობ, სხვებივით არ შემიძლია. სხვებს შეუძლიათ ერთი ფიქრიდან მაშინვე სხვა ფიქრზე გადახტნენ. მე სხვაზე არ შემიძლია, მთელი ჩემი სიცოცხლე სულ ერთზე ვფიქრობ. მთელი სიცოცხლე ღმერთი მტანჯავდა, – დაასკვნა უცებ საოცარი გულახდილობით.
„როგორც ყველა წყალი არ დაილევა და ყველა წყალი წყურვილს არ კლავს, ისე ყველა სიყვარულს სიყვარული არ დაერქმევა.“
ოტია იოსელიანი

Tuesday, 16 August 2016

" მეგობრობა ყველაფერია.მეგობრობა ნიჭზე მეტია.მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია.თითქმის ოჯახის ტოლფასია."
''ქალი,რომელიც კითხულობს წიგნს, ცოტა სახიფათოა ''..
/ოდრი ჰეპბერნი
" შეუაცხყოფა არის ჯილდო კარგად შესრულებული სამუშაოსთვის"
ბულგაკოვი - ოსტატი და მარგარიტა

Friday, 12 August 2016

1978 წლის 14 აპრილი

 საბჭოთა კავშირს სურდა ქართული ენის გაუქმება,მაგრამ ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად და მათ დასაშოშმინებლად.1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედგამოცხადდა.
მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე "გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ."

ქართული ენა

   ქართული ენა — ქართველების მშობლიური ენა, საქართველოს სახელმწიფო ენა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მასთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებულია აფხაზური ენა). ქართულ ენაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს
.ქართულ ენას აქვს თვითმყოფადი ანბანი (მხედრული), რომელიც არის ნუსხურის განვითარების შედეგი, ხოლო ნუსხურიკი, თავის მხრივ, მიღებულია ასომთავრულისაგან (იგივე მრგლოვანი). თანამედროვე მხედრული შეიცავს 33 ასოს, რაც სრულყოფილად ასახავს თანამედროვე ქართული ენის ბგერით (ქართული ენაში 28 თანხმოვანი და 5 ხმოვანია) შედგენილობას.
   ქართული დამწერლობის უძველეს ძეგლებად დღემდე ითვლებოდა დავათის სტელაზე აღმოჩენილი ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასევე ასომთავრული წარწერა (492—493 წწ). ცნობილი ქართველი არქეოლოგის, აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებულმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ქართული ანბანი ქრისტიანობამდეა შექმნილი. კერძოდ, აღმოაჩინეს წარმართული ხანის, მითრას კულტის სახელზე აგებული ტაძრის ნაშთები, რომლის მარანში, საწნახელზე და ქვევრის თავებზე აღმოჩენილი წარწერები ახ. წ. I—II საუკუნეებით თარიღდება.
    ქართული ენა ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავემეგრულლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. მათი ზედმიწევნით შესწავლა შესაძლებელს ხდის ქართული ენის განვითარების კანონზომიერებათა დადგენასა და საერთოდ, — ქართული ენის ისტორიის შესწავლას.
მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში ერთ-ერთ ჯგუფს ქმნის ერთიანი ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა (ზანური, სვანური, მესხური, ჰერული… დიალექტური ჯგუფების ჩათვლით).



"ვერავინ ვერასდროს პოულობს
თავის ერთადერთს.
მხოლოდ ქალაქის ნაგავსაყრელები ივსებიან
მხოლოდ ნარკოლოგიურები ივსებიან
მხოლოდ ფსიქიატრიულები ივსებიან
მხოლოდ საავადმყოფოები ივსებიან
მხოლოდ სასაფლაოები ივსებიან
სხვა არაფერი."
---
ჩარლზ ბუკოვსკი

Wednesday, 10 August 2016

მესროლე, თორემ გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმეს

იმ საშინელი ამბის მოწმეთაგან დღეს აღარავინ დარჩა ცოცხალი - 83 წლის წინ, განთიადზე, ზოგმა ონელმა შემთხვევით ნახა, სხვა ტუსაღებთან ერთად როგორ მიიყვანეს მდინარე ჭალულასთან კეთილსახიერი და ახოვანი მღვდელი. იგი გულში ჩამწვდომად გალობდა. ვერა და ვერ ესროდნენ, სამჯერ ჩამოიღო მამა თეოდორე საგანელიძისთვის დამიზნებული თოფი ჯალათმა - ენანებოდა... მერე ისევ განწირულმა შეაგულიანა: - მესროლე, შე კაცო, თორემ ასე თუ მიყურე, გალობა არასოდეს მომბეზრდება და შენც ვერ მორჩები შენს საქმესო...

ცოტა ხნით ადრე გააფრთხილეს მამა თეოდორე - ჯვრით და ანაფორით გარეთ გამოსვლას მოერიდეო, თუმცა კარგად იცოდნენ, ამაო იყო ეს შეგონება - მოძღვარს ღვთის გარდა არაფრისა ეშინოდა. ჰოდა, ერთ დღეს, როდესაც თავისი პატარა ნათლულის კუბოს ჯვრითა და საცეცხლურით წინ მიუძღოდა, შეიპყრეს და ონის გზას გაუყენეს. გზაში ბადრაგი პატიმრებს თურმე კადნიერად ეპყრობოდა. მამა თეოდორეს ჯერ შენიშვნა მიუცია, მაგრამ როცა მცველი უარესად გათავხედებულა, ხელები დაუჭირა თურმე, იარაღი აართვა და ჭკუაც ასწავლა...

ისეთი მუდარით ჰქონია მცველს თვალები სავსე, მამა თეოდორეს მალევე გაუშვია ხელი, თოფიც დაუბრუნებია და სხვა პატიმრებისთვის, რომლებიც სთხოვდნენ, - მამა თეოდორე, ესროლე და შეფიცულებთან (ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან) გავიქცეთ წესურის მთებშიო, უთქვამს: - ამას ვაჟკაცი როგორ ესვრის, თანაც მღვდელი ვარ და სიკვდილს კი არა, მარადიულ სიცოცხლეს უნდა ვაზიარო ყველაო. 

ონამდე მცველი თავდახრილი მიჰყოლია პატიმრებს... მაზრის მილიციის უფროსს მამა თეოდორე კაბინეტში შეუყვანია, წვერში ხელი ჩაუვლია და დაცინვით უთქვამს: - ხომ მოხვედი, მღვდელო, შენი ფეხით ჩემს კაბინეტში. ვნახოთ, რა შეგიძლიაო... მაგრამ ისეთი პასუხი მიუღია, სიკვდილამდე არ დავიწყებია. 

1924 წლის 26 აგვისტოს, დილით, მილიციის უფროსს უკვე მიღებული ჰქონდა სტალინის დეპეშა, - შეწყვიტეთ პატიმართა დახვრეტაო, მაგრამ მამა თეოდორეს და სხვების დახვრეტის ბრძანება გასული რიცხვით გაატარა... 

ძალიან საშიში კაცი იყო მთავრობისთვის მამა თეოდორე - უშიშარი, მართალი, ქაქუცას შეფიცულებთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ამიტომ ყველაფერი იმ დღესვე "მოაგვარეს" - დილის 5 საათზე პატიმრები ჭალულას ნაპირზე დახვრიტეს...

ბადრაგს, რომლისთვისაც მამა თეოდორეს იარაღი აურთმევია, მოძღვრისათვის უთქვამს, - გაიქეცი, მამაო, ჯერ ისევ ბნელა. ჰაერში ვისვრი და ვიტყვი, ავაცილე-მეთქი. ამაღამ ძებნას აღარ დაგიწყებენ და გადარჩებიო...

მე კი გადავრჩები, მაგრამ ან ხალხს და ან შენ როგორ გიღალატოთ. ვიცი, ამის გამო რაც მოგელით და ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამო...

პროფესორი გია ნამგალაძე, მამა თეოდორე საგანელიძის შვილიშვილი: - ბაბუა 41 წლის იყო, რომ დახვრიტეს... ოჯახის ერთადერთი ვაჟი გახლდათ, ხუთი დის პატრონი... მამამისს, კომერსანტ ყარამან საგანელიძეს მისთვის კარგი განათლება მიუცია - ბაბუას ქუთაისის სასულიერო სემინარიის შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი დაუმთავრებია... ასეთმა განსწავლულმა კაცმა ყველაფერი თავის სოფელს ანაცვალა, ხალხის ნამდვილ ჭირისუფლად იქცა და ქრისტესთვის მოკვდა...

მამა თეოდორე ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში დაიბადა 1883 წელს. დედამისი, ეფემია გიორგობიანი სოფელ ფუტიეთიდან იყო... 

ტკბილი ხმა ჰქონია თეოდორეს... საღამოობით სანახშოზე თავშეყრილ ნაშრომ-ნაჯაფ სოფელს პატარა თეოდორე ატკბობდა თავისი სიმღერით, მერე თავადაც აჰყვებოდნენ სოფლელები, თან დალოცავდნენ, - გაგახარა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის, ჩვენო თედორიკაო. ბაბუას გალობაც ბავშვობიდანვე შეუსწავლია და ღვთისმსახურებითაც ძალიან დაინტერესებულა... 

რუსეთიდან დაბრუნებულს სხვავის სკოლაში დაუწყია მასწავლებლობა - რუსულ ენას და საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა, თან ბავშვთა გუნდს გალობაში წვრთნიდა. მისი ნამოწაფრები იგონებენ, - გადმოცემის საოცარი უნარი ჰქონდა, სიყვარულით და გულმოდგინებით ეპყრობოდა ყოველ ბავშვსო. მან კვაცხუთში, საკუთარ სახლშიც გახსნა კერძო სკოლა. შემოგვრჩა ის დიდი მაგიდა, რომელზეც ბაბუას მოწაფეთა 60-მდე ინიციალია ამოკაწრული. იმ ბავშვებს გალობასაც ასწავლიდა... ერთ მათგანს, კალისტრატე კერვალიშვილს, ძალიან კარგი ხმა ჰქონია. თურმე სულ თან დაჰყავდა და ერთად გალობდნენ... 

გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებს დაუნაყრებლად არ გაუშვებდა თურმე... მერე სოფლის დაჟინებული თხოვნით მღვდლად ეკურთხა - ეს თხოვნა მან უფლის ნებად მიიღო.

მამა თეოდორე სიცოცხლის ბოლომდე სოფელ სხვავის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მსახურობდა. ძველები იგონებდნენ, მის გვერდით უნებლიეთ მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდა. ვინ გაბედავდა, თეოდორეს სიახლოვეს ვინმე დაეჩაგრა, დაემცირებინა, სამართლიანობის და პატიოსნების განსახიერება იყოო. 

მობრუნდებოდა მთელი დღის მსახურებით დაღლილი და ოცკილომეტრგამოვლილი სოფელში, ჩამოუჯდებოდა ხალხს სანახშოზე, დალოცავდა და ანუგეშებდა... თურმე, როცა ზოგიერთთან შეგონება აღარ ჭრიდა, გაიხდიდა ანაფორას, მოიხსნიდა ჯვარს, ანაფორას ეტყოდა: - მღვდელო, შენ ცოტა ხნით აქ იქნებიო და ვაჟკაცურად გაუსწორდებოდა უსამართლობის ჩამდენს... ერთხელ, შებინდებისას, შინისკენ მომავალს შვიდი შეზარხოშებული ცხენოსანი მექორწილე შემოჰყრია, რომლებსაც გართობა მოუნდომებიათ. გადაუდგნენ თურმე წინ და - რავა ხარ, ფოფოდიაო, - მიმართეს. ჯერ უხმოდ უცდია ბაბუას მათთვის გვერდის ავლა, მაგრამ რომ აღარ მოეშვნენ, ანაფორა გაიხადა, პირველად ცხენიდან ყველაზე აქტიური ჩამოაგდო და დანარჩენებს მიმართა: - უფალს მადლობა შესწირეთ, მღვდელი რომ ვარ, თორემ უარეს დღეში ჩაგყრიდითო... სირცხვილნაჭამ მექორწილეებს ამხედრება ვეღარ გაუბედავთ და თავდახრილები ფეხით გაშორებიან მამა თეოდორეს...

ბებიაჩემი, ლუჩია ლანდია განათლებული ოჯახის შვილი იყო, 8 და-ძმა ჰყავდა. მისი ძმები ბაქოში მოღვაწეობდნენ, კომერსანტები იყვნენ. ბებიას და ბაბუას ერთმანეთი სოფელ სხვავაში გაუცვნიათ. ცოლისძმებს ბაბუა ისე უყვარდათ, მისი სიკვდილი კარგა ხანს იგლოვეს და ბაქოში მოგვიანებით დაბრუნდნენ. ბებია იგონებდა, ჩემმა და-ძმამ გადამატანინა ეს უბედურებაო... 7 წელიწადი ყოველდღე ფეხით (20 კილომეტრს იქით და ოცსაც - აქეთ) დადიოდა ქმრის საფლავზე დარსა და ავდარში.

სხვათა შორის, ბებიას ძმამ, სპირიდონ ლანდიამ ააგო ძელიცხოვლის ეკლესია, რომელიც დღეს დანგრეულია... 

ბაბუას ორი ქალიშვილი ჰყავდა - დედაჩემი ია და დეიდა - დარეჯანი (მას შთამომავლობა არ დარჩენია).

ბაბუას მეზობლად ერთი ღატაკი ოჯახი ცხოვრობდა. შინ მობრუნებული იკითხავდა თურმე - გლახაკუნას ოჯახს თუ გადაუტანეთ რამეო. მერე სხვებზეც იზრუნებდა: - იმას შეშა თუ აქვს, ამას - ტანსაცმელი და საჭმელიო. უმისოდ არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე არ წამოწყებულა რაჭაში. აკაკის რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობის ერთ-ერთი თაოსანი ბაბუაც გახლდათ. სხვათა შორის, სანამ საბჭოთა ხელისუფლება მოძლიერდებოდა, ბაბუას ისინიც ხშირად ეკითხებოდნენ რჩევას... ერთხელ თურმე ცნობილ საბჭოთა მოხელეს, წარმოშობით რაჭველს, ივლიანე ჯანელიძეს, ერთ სუფრაზე ბაბუასთვის რომ მოუსმენია, მისი განათლებით, გარეგნობით და ნიჭით აღფრთოვანებულს მიუმართავს: - თეოდორე, ზურგს ვაქცევ შენს მღვდლობას და როგორც დიდ პიროვნებას, ისე გადღეგრძელებო. ბაბუაც ამდგარა და შეუგებებია: - მე კი შენს კომუნისტობას ვაქცევ ზურგს და როგორც კარგ კაცს, ისე გადღეგრძელებო. ივლიანე ჯანელიძეს ურჩევია, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას მოერიდე, თავს გაუფრთხილდიო...

როდესაც დატუსაღებული ონისკენ მიჰყავდათ, თურმე ბებიას შეუთვალა - ნუ გეშინია, სახლთან რომ ჩამოვივლი, ახალი ფეხსაცმელი და ჯაყვა დამახვედრეო... ვეღარ ჩაუსწრო ბებიაჩემმა... მერე გულდაწყვეტილი იგონებდა, - უკან რომ დავედევნე, გზაში მეზობელი შემხვდა - სადღა მირბიხარ, პატიმრები რა ხანია ჩაატარესო... 

KARIBCHEმისი დახვრეტის ამბავი ლეგენდად დადიოდა... სტუდენტობისას ბიძაჩემმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მაშინდელი პრორექტორი, ჩინებული ვაჟკაცი დავით ჩიტიძე გამაცნო. მან მიამბო: ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ტყიბულში ინჟინრად გამამწესეს. ერთი უშველებელი კაცი მუშაობდა ჩვენთან, გვარად სოფრომაძე. ამ გოლიათს ერთხელ დაუტრაბახია: - ისეთი კაცი მყავს გამეტებული, როგორიც თეოდორე საგანელიძე იყო და თქვენ დაგინდობთო?!

შენ მოკალი თეოდორეო?! - უხუვლია ხალხს და ქვებით ჩაუქოლავს ის სოფრომაძე...
მანანა ტუაევა

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...