Monday 11 July 2016

წითელი ჯუჯა

წითელი ჯუჯა - ეს არის ვარსკლავების ტიპი, რომელიც ყველაზე დიდხანს ცოცხლობს, მათი ასაკი ტრილიონობით წელია. სამყარო კი სულ რაღაც 14 მილიარდი წელს ითვლის. გალაქტიკაში ვარსკლავების ყველაზე დიდი პოპულაცია ჩრდილში იმალება, ზედმეტად სიმკრთალის გამო ისინი შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარია. მათი შეზღუდული ნათება ეხმარება სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ 30 დან 20 დედამიწასთან მდებარე ყველაზე ახლო ვარსკლავები წითელი ჯუჯაა. ჩვენ მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკლავი, პროქსიმა კენტავრი წითელი ჯუჯაა. წითელი ვარსკლავი ფორმირდება, როგორც ჩვეულებრივი ვარსკლავი. მტვრის და გაზის ღრუბელი ერთად გროვდება გრავიტაციის ძალის მიერ და იწყებს ტრიალს. მატერილიას კონცენტრირება ხდება ცენტრში, როდესაც ტემპერატურა აღწევს კრიტიკულ ზღვარს იწყება სინთეზი.
ვარსკლავებს შორის წითელი ჯუჯა ყველაზე პატარაა, იწონიან მზის მასის 7.5 დან 50 პროცენტამდე. შემცირებული ზომა ნიშნავს, რომ ის იწვის დაბალი ტემპერატურით 2,700 გრადუს ცელსიუსით, როცა მზის ტემპერატურა 15 მილიონ გრადუსს აღწევს. დაბალი ტემპერატურის გამო ისინი ბევრად მკრთალია ვიდრე მზის მსგავსი ვარსკლავები. დაბალი ტემპერატურა ასევე ნიშნავს იმას ,რომ წვის დროს მას მიეწოდება წყალბადი ნაკლებას სწრაფად. ამ დროს უფრო მასიური ვარსკლავები იწვიან მხოლოდ ჰიდროგენით მხოლოდ ბირთვში სიცოცხლის ბოლომდე, წითელი ჯუჯა კი მოიხმარს მთელ თავის ჰიდროგენს როგორც ბირთში ასევე მის გარეთ. ეს ახანგრძლივებს წითელი ჯუჯების სიცოცხლეს ტრილიონობით წლით, როცა მზის მსგავსი ვარსკლავები არსებობენ მხოლოდ 10 მილარდი წელი.
წითელი ჯუჯა ვარსკლავების გარშემო არსებული პლანეტები აღმოჩენილია, თუმცა მათ შორის გაზის გიგანტები ძალიან იშვიათია. მეცნიერების აზრით ამ ტიპის ვარსკლავები სიცოცხლისთვის გამოუსედეგარია. შეზღუდული სინათლე და სითბო სასიცოცხლო ზონაში - რეგიონში სადაც თხევადი წყალი შეიძლება წარმოქნილიყო, ამ სცენარით სიცოცხლის განვითარებას ყველაზე მეტი შანსი ექნებოდა თუ პლანეტა ძალიან ახლოს იქნებოდა ვარსკლავთან, რაც მათ რადიაციის ზონაში განთვსებას გამოიწვევდა, რომელსაც ის პატარა ვარსკლავები ასხივებენ. სხვა პლანეტები შეიძლება უბრალოდ გაშეშებულიყვნენ ისე, რომ ცალი მხარე მუდამ მზისკენ იქნებოდა მიმართული.
ახალი მოდელის თანახმად ზოგიერთ პლანეტას შესაძლოა განევითარებინა გზები, რაც მას სიცოცხლისათვის გამოსადეგ ადგილად გახდიდა. რადგან წითელი ჯუჯები გალაქტიკის ვარსკლავების 3/4 - შეადგენენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის შესაძლებლობებს სიცოცხლის ევოლუციისთვის სამყაროში. პოტენციურად სიცოცხლისთვის გამოსადეგ უცხოპლანეტად წითელი ჯუჯის გარშემო, პირველად გამოცხადდა 2010 წელს პლანეტა ,,Gliese 581g''.
პატარა წითელ ჯუჯას შეიძლება ჰქონდეს გახანგრძლივებული სიცოცხლე სხვა ვარსკლავებთან შედარებით, მაგრამ საბოლოოდ როგორც სხვა ვარსკლავები მათაც გამოელევათ საწვავის მარაგი. როდესაც ეს მოხდება, ისინი გადაიქცევიან თეთრ ჯუჯებად, მკვდარი ვარსკვლავი აღარ ახორციელებს სინთეზს ბირთვში. თეთრი ჯუჯა მთელ თავის სითბოს გამოასხივებს და გადაიქცევა შავ ჯუჯად. მაგრამ მზისგან განსხვავებით რომელიც თეთრ ჯუჯად გადაიქცევა რამდენიმე მილიარდ წელიწადში, წითელ ჯუჯას მთელი თავისი საწვავის გამოსაყენებლად დაჭირდება ტრილიონობით წელი.

წითელი ჯუჯა შეიძლება იყოს ცოტა ფერმქრალი, მაგრამ როგორც კუები ისინი იმარჯვებენ სიცოცხლისთვის გადასარჩენ რბოლაში.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...