ბერიკაობა - ქართული ხალხური სანახაობა, ნიღბების თეატრი, რომელიც ნაყოფიერებისა
და შვილიერების კულტს
უკავშირდებოდა. დროთა
განმავლობაში ბერიკაობამ დაკარგა
საკულტო-რელიგიური დანიშნულება, ბერიკული
წარმოდგენების შინაარსი
საუკუნეთა
მანძილზე იცვლებოდა, მდიდრდებოდა
და
თაობიდან
თაობას
გადაეცემოდა. მათი
შინაარსი
და მოქმედების ხასიათი
ბერიკების ნიჭსა
და უნარზე
იყო დამოკიდებული. ჩვენამდე
მოღწეულია ბერიკაობის 100-მდე
სიუჟეტი. მათი
ნაწილი ასახავს
უცხოელ დამპყრობთა
წინააღმდეგ ქართველი ხალხის
ბრძოლას, საზოგადოების სხვადასხვა ფენას
შორის
ურთიერთობას. სიუჟეტების უმეტესობა კომიკურია და საყოფაცხოვრებო
თემაზეა
შექმნილია.
ბერიკაობა სხვადასხვა სახისა
იყო: ბერიკები
ხან კარდაკარ
დადიოდნენ, ხან
წარმოდგენა
საგანგებოდ შერჩეულ მოედანზე
იმართებოდა, სადაც
ზოგჯერ 100-მდე
შემსრულებელი
იყრიდა თავს და საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელი ესწრებოდა.ბერიკაობის ტრადიციული ნიღბები იყვნენ:მეფე (სასიძო),
კეკელა
(სარძლო),
მაჭანკალი,
გლეხი, თავადი, მოსამართლე, ექიმი, ხუცესი, აგრეთვე ტახი, დათვი, თხა და სხვა ცხოველები.
ნიღბიანი ბერიკები ტახის,
დათვის, თხის,
ხარის და
სხვა ცხოველთა
ტყავით
იმოსებოდნენ. წარმოდგენას თან
ახლდა სიმღერა
და საკრავიერი
მუსიკა. შემორჩენილია
რამდენიმე ცნობილი
ბერიკას სახელი:
მე-18 საუკუნეში
ასეთები
ყოფილან
ოთარ
ნორიოელი
და ოიანა-ბუიანა - ერეკლე მეორის სასახლის კარის ბერიკა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით,
გმირულად იბრძოდა სპარსელებთან ომში;
მე-19 საუკუნის
პირველ ნახევარში
ცნობილი
ბერიკა ყოფილა აბელ რევაზიშვილი.
ბოლო რამდენიმე წელია, ბერიკაობის ტრადიცია თბილისშიც აღდგა.
ბერიკაობის წარმოდგენა კახეთში
შესანიშნავადაა აღწერილი
ლევან გოთუას
რომანში
„გმირთა ვარამი―.
ბერიკაობის დღესასწაული ცნობილია მეორე სახელითაც - ყეენობა. თავის წიგნში ―ძველი
ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა‖ ცნობლი
პოეტი იოსებ
გრიშაშვილი ასე
აგვიწერს
ყეენობას თბილისში:
ყველიერის ორშაბათს მთელი
ტფილისი ყეენობის
სათამაშოდ ემზადებოდა.
ქალაქი ორ უბნად
იყო გაყოფილი:
ისანი და
ნარიყალა, ბარათაშვილი და
ერისთავი; ისნის მხარეზე
კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჯორჯაძე,
ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი. ―ყეენის‖ ტახტი
სეიდაბადის
(ბოტანიკურ ბაღთან) მაღლობზე
იდგა. ყეენად
ირჩევდნენ გონებამახვილ, ოხუნჯ
და მოხერხებულ კაცს.
წოწოლა ქუდით
თავზე და ტანთ გადმობრუნებული
ტყაპუჭით, გამურული სახით
ვირზე უკუღმა
იყო ამხედრებული. ასევე
სასაცილოდ იყო გამოწყობილი მისი ―ამალა‖, რომელიც
ხალხს
შესეოდა
და
ფულს
სძალავდა ―ყეენის ხარკისთვის‖. ამასობაში
ხალხი აჯანყებისთვის ხის
ხმლებს,
ხანჯლებსა და შურდულებს
ამზადებდა. აჯანყებული ხალხი ყეენს
ტყვედ
ჩაიგდებდა ხელში და
მტკვარში გადაუძახებდა. გამხიარულებული ხალხი
შეგროვებული ფულით ნადიმობდა ორთაჭალის, ვერის თუ დიდუბის ბაღებში.
ყეენობის მთავარ პერსონაჟებად ზოგჯერ
საზოგადოების თვალსაჩინო ადამიანები
გამოდიოდნენ. ერთ-ერთი უკანასკნელი ―ყეენობა‖ მე-20
საუკუნეში პოეტ
გრიგოლ აბაშიძის
მონაწილეობით გამართულა.
No comments:
Post a Comment