Monday 11 July 2016

ივანე მაჩაბლის გაუჩინარება



  გაუჩინარება თავზარდამცემი აღმოჩნდა იმდროინდელი ქართველი საზოგადოებისთვის. 1898 წლის 26 ივნისს, გამთენიისას,ივანე მაჩაბელი, რომელიც უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს სინამდვილეში, საკუთარი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. იმ ღამეს მაჩაბლებთან აკაკი წერეთელი სტუმრობდა...
მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი ივანე მაჩაბელი 1854 წლის 28 იანვარს სოფელ თამარაშენში, ძველი ფეოდალის ოჯახში დაიბადა. 
დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, 1863 წლიდან კი სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მაჩაბელი ცოდნის ასამაღლებლად ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი გერმანიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. უცხო ენების ბრწყინვალედ ფლობისა და გამორჩეული ნიჭიერების  წყალობით, საფუძვლიანად შეისწავლა ბიოლოგია, მათემატიკა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და იურისპრუდენცია.
1879
წლიდან ჯერივერიისთანამშრომელია, შემდეგ - რედაქტორი. რედაქტორობდა გაზეთდროებას“.
1873
წელს მაჩაბელმასათავადაზნაურო ბანკისსაქმეებზე პეტერბურგში ჩასული ილია ჭავჭავაძე გაიცნო და დაუახლოვდა. 1879 წელს საქართველოში დაბრუნდა და ყველა იმ საზოგადოებრივი წამოწყების აქტიური მონაწილე გახდა, რომელსაც ილია ხელმძღვანელობდა. ამ დროიდან, ქართულ პრესაში სისტემატურად იბეჭდებოდა ივანე მაჩაბლის ლექსები, წერილები და თარგმანები.

1881
წელს 37 წლის ივანე მაჩაბელი ანასტასია (ტასო) ბაგრატიონ-დავითაშვილზე დაქორწინდა. ქორწინებას წინ საინტერესო ისტორია უძღოდა. სანამ მაჩაბელი გაიცნობდა, ტასოს პირველად საჩხერეში ბეჟან წერეთელთან სტუმრად მყოფმა აკაკი წერეთელმა მოჰკრა თვალი და მისი სილამაზით მოიხიბლა. ამ დროს აკაკი 45 წლის იყო და საკუთარ თავს 15-16 წლის გოგონას შეყვარების უფლებას ვერ მისცემდა, თუმცა ტასოს ფიზიკურმა და გონებრივმა მშვენიერებამ სული აუფორიაქა. თბილისში დაბრუნებულმა აკაკიმ თავისი შთაბეჭდილება ივანე მაჩაბელს გაუზიარა.
ამ საუბრიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ მაჩაბელმა ტასო გაიცნო. აკაკის მსგავსად, ივანე იმდენად მოიხიბლა გოგონათი, რომ იმავე დღეს ხელი სთხოვა. ტასოსა და ივანეს ქორწილში აკაკიმ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოთქვა, თუმცა, ქორწილის შემდეგ საქართველო დატოვა და რუსეთში მცხოვრებ ცოლ-შვილთან გაემგზავრა.
როგორც ირკვევა, ივანე აკაკის ხშირად სწერდა წერილებს და ოჯახში ეპატიჟებოდა. მართლაც, საქართველოში დაბრუნებული მგოსანი მაჩაბლის ოჯახის ხშირი სტუმარი ხდება. სავარაუდოდ, ტასოსთან ხშირმა ურთიერთობამ აკაკის გრძნობები უფრო გააღვივა. ასე შეიქმნა საიდუმლო ტრფობის ობიექტისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი: „ქებათა ქება“, „დიდება მაღალთა შინა“, „რაც არ იწვის, არ ანათებს“, „საიდუმლო ტრფიალება“, „ქრისტე აღსდგადა მრავალი სხვა.  
რაც არ იწვის, არ ანათებს,/ უჩინარად ლპება ნელა./ მოდი, დამწვი, სიყვარულო,/ მიაშუქე, სადაც ბნელა!/ერთი წამიც კი სიცოცხლის,/ თუ სხივების მომფენია,/ უსინათლოს და უგრძნობელს/ საუკუნეს მირჩევნია./ მართალია, მთას რომ დასთოვს,/ თან სიგრილეც ბარში დაჰკრავს!/ თავზე თეთრი, თმა ჭაღარა/ გულს აგრილებს, გრძნობას სჩაგრავს,/ მაგრამ ადგილს, ცეცხლის მფშვენელს, სადაც სდაგავს გეენია,/ ეს კანონი საზოგადო/ თავიდანვე ასცდენია./ პოეტის გულს, გახურვებულს, სადაც ელავს, ღელავს გრძნობა, რას მოუშლის თმა ჭაღარა?/რას დააკლებს ხნოვანობა?თუმც ეს მსხვერპლი საიდუმლო/ საიდუმლოდ იწვის, ქრება,/ მაგრამ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც/ არის დიდი ნეტარება
არავინ იცის, ხვდებოდა თუ არა ივანე მაჩაბელი, რა ცეცხლი ტრიალებდა აკაკის გულში. ამ დროისთვის მაჩაბელი უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მძიმე ოპერაციის გადატანაც მოუწია. დღემდე ისიც საიდუმლოებითაა მოცული, რა მოხდა 1898 წლის 26 ივნისის გამთენიისას ივანე მაჩაბლის სახლში, თუმცა ფაქტია, ამ დღის შემდეგ მაჩაბელი აღარავის უნახავს.
წინა დღეს მის სახლში განვითარებული ამბები კი ტრაგიკული დასასრულის საფუძველს არ იძლეოდა: 25 ივნისს ცოლ-ქმარს სტუმრად აკაკი წერეთელი ეწვიათ. სტუმარ-მასპინძელმა ისადილეს, იმხიარულეს და ნარდის თამაშით გაერთვნენ. 10 საათისთვის ყველა დასაძინებლად გაემართა. დილით კი საქართველომ თავზარდამცემი ამბავი შეიტყო - ვანო მაჩაბელი საკუთარი სახლიდან უგზო-უკვლოდ გაქრა.
ადგილზე იყო ვანოს საათი, ძეწკვი, პერანგის ოქროს ღილები და ფული, თავად კი არსად ჩანდა. ამაოდ ეძებეს მტკვარში, ტყეში, საავადმყოფოებში. ადამიანი ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერავინ გაიგო.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ტასოსა და აკაკის გარდა, დაიკითხნენ მოსამსახურეები, „გოროდოვოიდა უამრავი ადამიანი, თუმცა დაკარგულის კვალს ვერსად მიაკვლიეს. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მაჩაბელი ღამის 4 საათზე აივნიდან ვიღაცას  ესაუბრა. შემდეგ კი ჩქარი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან და  გოლოვინსკის პროსპექტისკენ მარტო გაუყვა.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით, ვანო მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად, სერგეი ტოლსტოი (ლევ ტოლსტოის ვაჟი) იმყოფებოდა.
მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებმა გააჩინა ეჭვი, რომ ვიღაც დანაშაულის თანამონაწილე იყო და გამოძიებას კვალს შეგნებულად ურევდა, თუმცა ვინ იყო ეს ვიღაც, ბოლომდე გაუგებარი დარჩა.
მაჩაბლის დაკარგვის ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა.
მავანთა აზრით, ცხოვრების კრიზისული პერიოდი, მძიმე და გადამდები სენი, რომლის წყალობითაც მაჩაბელს ცოლ-შვილთან შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდა, ილია ჭავჭავაძესთან გართულებული ურთიერთობა და მძიმე ნერვული ფონი შესაძლოა, სასოწარკვეთილების მიზეზი გამხდარიყო. მით უფრო, თუ მისი მეუღლის მიმართ აკაკის ტრფიალის შესახებ იცოდა.
სხვანი კი ვანო მაჩაბლის ძლიერი ხასიათისა და რელიგიურობიდან გამომდინარე, თვითმკვლელობის ვერსიას სრულიად გამორიცხავდნენ.

მეორე ვერსიით, ვანო მაჩაბელი მეზობლად მცხოვრები მაკო საფაროვა-აბაშიძის ტრფობას შეეწირა. ამ ვერსიის მომხრენი ამტკიცებდნენ, რომ ვანო მაკოზე გამიჯნურებული ილია ზურაბიშვილის (1872-1955) მსხვერპლი გახდა
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, მაჩაბელი საქართველოდან მიმავალ დუხობორებს გაჰყვა (დუხობორები - სულისთვის მებრძოლნი. პროტესტანტული სექტა). სწორედ ამ ვერსიის მომხრეები საუბრობდნენ, რომ გაუჩინარების ღამეს ვანოდუხობორებისმფარველ სერგეი ტოლსტოისთან ერთად დაინახეს. ამ ვერსიის თანახმად, სერგეიმ ღამის 4 საათზე სახლიდან გამოიყვანა ივანე მაჩაბელი, რადგან თარჯიმანი სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ მაჩაბელის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში ბათუმიდანდუხობორებითსავსე სამი გემი გავიდა. აქედან ერთმა, რომელზეც, სავარაუდოდ, მაჩაბელი იმყოფებოდა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩაიძირა.
მორიგი ვერსიით, მაჩაბელმა ცოლს აკაკისთან მიუსწრო და მასთან ხელჩართული ჩხუბი გამართა. მძიმედ ავადმყოფი და დაუძლურებული მაჩაბელი თავად გახდა მოძალადის მსხვერპლი (აკაკის ტასო დაეხმარა და ქმარს თავში მძიმე შანდალი ჩაარტყა). თანამზრახველებმა გარდაცვლილი ადამიანი სარდაფში დამარხეს და დანაშაულის ყველა კვალი მოსპეს.

არის თუ არა ამ ვერსიებში სიმართლის მარცვალი, ამას ვერავინ იტყვის, თუმცა, ცნობილია, რომ აკაკი წერეთლისგამზრდელი“, სადაც მეგობრის მოღალატე საფარ-ბეგის ამბავია მოთხრობილი, სწორედ ივანე მაჩაბლის დაკარგვის წელს დაიწერა. ისიც ცნობილია, რომ სიკვდილის წინ აკაკიმ ამ ნაწარმოების წაკითხვა ითხოვა და მოსმენისას ცრემლი ვერ შეიკავა, რაც ბევრმა დანაშაულის გრძნობით ახსნა.  
რა თქმა უნდა, ეს საშინელი ჭორები აკაკისა და ტასოს ყურამდეც აღწევდა.
ერთ-ერთ წერილში ტასო წერდა: „მრავალი მეგობარი მყავდა მამაკაცთა შორის, მაგრამ მათზე არაფერი თქმულა, აკაკისთან დაკავშირებით კი ჭორები გავრცელდა იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მას ქალთან წმინდა, ღრმა ურთიერთობა არ შეეძლო“.

საიდუმლოებით მოცულ გაუჩინარებასა და მასთან დაკავშირებულ ვერსიებზე „Funtime“- ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმის დირექტორი თამარშუკაკიძე ესაუბრა:
- დიახ, ივანე მაჩაბლის გაუჩინარების შესახებ უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ დანამდვილებით ვერავინ იტყვის, რომელია მათ შორის მართალი და რომელი მოგონილი. დღემდე ეს ამბავი ბურუსითაა მოცული. პირადად მე არც ერთი ვერსია სარწმუნოდ არ მეჩვენება. ვანოს და აკაკი წერეთელს შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს. არც მაკო საფაროვასთან ხდებოდა რამე განსაკუთრებული. მეგობრობდნენ და ჩვეულებრივი შეხვედრები ჰქონდათ, მაგრამ მათ შორის სიყვარულის არსებობაზე არაფერი მეტყველებს. რაც შეეხება ვანოს და ტასოს, მათ შორის დიდი სიყვარული იყო. ერთმანეთი საზეიმო წვეულებაზე გაიცნეს და მაშინვე მოეწონათ. დიდი ხნის ურთიერთობა  არ ჰქონიათ, რადგან მალევე დაქორწინდნენ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. ჰყავდათ ორი შვილი - ნიკო და ელენე. ვანო სრულიად ახალგაზრდა, 44 წლის იყო, როცა დაიკარგა. ტასო ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და აღარასოდეს გათხოვილა. ვანო მაჩაბლის შვილთაშვილები ცოცხლები არიან და მათთან ურთიერთობა გვაქვს. ესაა და ეს.
ცნობილია, რომ ივანე მაჩაბლის დაკარგვის შემდეგ თითქმის რვა წლის განმავლობაში აკაკი წერეთლის შემოქმედებაში სატრფიალო ლექსები აღარ გამოჩენილა.
1904-05
წლებიდან საიდუმლო ტრფობის ობიექტისადმი მიძღვნილი ლექსების ციკლი ისევ გაგრძელდა.
მკვლევარების ნაწილი დარწმუნებულია, რომ პირად ცხოვრებაში უბედური აკაკი  ტასოს სიყვარულს სიკვდილამდე გულში ფარულად ატარებდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ტასო ბაგრატიონმა და აკაკიმ ზუსტად იცოდნენ, რა მოხდა მაჩაბლის გაუჩინარების ღამეს, თუმცა გამოძიების ხელთ არსებული დოკუმენტები  მათთვის ბრალის წაყენების საფუძველს არ იძლეოდა.
აკაკი წერეთელი 1915 წელს გარდაიცვალა, ტასო - 2 წლის შემდეგ.
პასუხი კითხვაზე: შეეწირა თუ არა ვანო მაჩაბელი სასიყვარულო სამკუთხედს, უცნობია.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მაჩაბლის გაუჩინარების ყველაზე სარწმუნო ვერსია მის პირად ცხოვრებას არ უკავშირდება - ამ დროს მზადდებოდა ნიადაგი ქართული სულის გასანადგურებლად. შესაბამისად, იწყებოდა ნადირობა ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრებზე.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ივანე მაჩაბელის გაქრობაც იმ ძალებს უკავშირდება, ვინც საქართველოს დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე და ბევრი სხვა მამულიშვილი მოუკლა. უბრალოდ, ვანო მაჩაბელს ყველაზე ნაკლებად გაუმართლა - მას საფლავიც კი არ ეღირსა.
უდიდესი მამულიშვილის დაკარგვიდან საუკუნის შემდეგ საქართველომ ვანო მაჩაბლის მშობლიური სოფელი თამარაშენიც დაკარგა. დანგრეული და მიწასთან გასწორებულია მაჩაბლების ისტორიული სახლიც.
ამჟამად, მწერლის სახლ-მუზეუმი წეროვანის  N407კოტეჯშია განთავსებული...


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...