Monday 11 July 2016

გალაკტიონი მესამე ცოლის - ნინო კვირიკაძის შესახებ


,,ნაშუადღევიდან ნერვებს მიშლიდა ჩემი კნეინა. ჩემს თავზე ვკვირობ, როგორ ვახერხებ მაინც რაიმეს გაკეთებას. 
ტრამვაიში ჩხუბი ამიტეხა იმის გამო, თუ როგორ გაბედა ვიღაცამ ურიგოდ ჩვენს წინ დადგომა.. შემნახველ სალაროსთან ახმაურდა იმის გამო, თუ რატომ პირდაპირ არ წავალთო, უნივერმაღში იმის გამო, რომ გამყიდველმა შეცდომით ლიმონათის მაგიერ ლუდი გახსნა: შეფუცხუნდა და სულ გაიქცა მაღაზიიდან, მერე გზაში დამეწია და აყვირდა: ასე, ბატონო, ამიერიდან შენ შენთვის იყავი და მე ჩემთვის წავალო... და გაიქცა სადღაცა. 
მე მწერალთა კავშირისაკენ წავედი, გავიხედე: აკი, ისევ მობრუნებულა, და ისევ ჩხუბი ამიტეხა: ამიერიდან შენ შენთვის და მე ჩემთვისო, და ისევ გაიქცა. 
ცოტა ხნის შემდეგ კიდევ დამეწია, როცა ჩემს მთარგმნელს გიორგი ცაგარელს ვესაუბრებოდი. მან სიტყვა ჩაურთო ჩემს შესახებ: ეჰ, თქვენ რა იცით, როგორი სუსტი და უგუნებოა გალაკტიონიო. 
მწერალთა კავშირში ვიღაც ქალი დამელაპარაკა. ახლა ამან გადარია: როგორ გელაპარაკებოდა, ვინ იყო, ყველაფერი შენი ბრალიაო. 
კინოში რომ წავიყვანე, ვიღაც სომეხს ისე უდგა, თითქო ეს-ესაა იდაყვით შეეხებაო, ლოჟაში რომ ვიჯექით, ისე უნამუსოდ დაჯდა, გეგონებოდა, სიბნელეში მის უკან მჯდომ კაცთან რომანის გამართვას ეპირებაო. 
მე ავდექი და ლოჟიდან გამოვედი. კნეინაც თან გამომყვა. ერთ ნაბიჯზე არ მტოვებს, რომ მარტო დავრჩე და ერთ წუთს არ უშვებს, რაიმე უსიამოვნება რომ არ მომაყენოს. 
პირდაპირ აუტანელია. მერე როგორ დროს! 
მიშლის ხელს ყოვლად ცინიკურად, აღვირახსნილად. ამას ბოლო უნდა მოეღოს. ამნაირად ცხოვრება შეუძლებელია. რაიმე უნდა ვიღონო"...
გალაკტიონის დღიურიდან. 1948 წელი.
კნეინა - გალაკტიონის მესამე მეუღლე, ნინო კვირიკაძე.

აი, ასეთი ადამიანის (და მისი ორი შვილის) გვერდით გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები გალაკტიონმა 

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...