Monday 11 July 2016

თორნიკე ნაროზაული

ხევსურის სისხლით ნაწერი წერილი დიაცს
(
ჩანაჯღაბნი)
რაად რა მიგონებ ქალო,
_ეგრე დაჭმუჭვნილ სახით?
ხომ იცი, თაოდაც ვწვალობ,
რაც ჩვენი დავტოვე სახლი.
ბალღები დავყარე ობლად,
დავდივარ ცრემლები მაწვიმს,
არ ჰქვია ამ ყოფნას - ყოფნა,
ამ ძაღლურ სიცოცხლეს - კაცის!
რაჲ რა გატირებს ქალო?!
რად ალბობ ცრემლებით მიწას?
მე თუ არა- ღმერთი ხომ გწყალობს?!
მე თუ ვერ- ღმერთი ხომ გიცავს?!
მგელივით დავდივარ ტყე-ტყე,
თუ მნახეს მიფრთხიან მგლებიც,
ამ ბოღმას სხეულში ვერ ვტევ,
ლამისა გამოხრას ძვლები!
ეს დარდი ძილშიც არ მტოვებს -
ღვთისმშობლის წილხვდომილ მხარეს;
ლომებთან მეომარ ტომებს,
აფთრები ძვლიანად ხრავენ.
სახლში რა დამსვამდა ქალო?
მგელივით დავრბივარ ტყე-ტყე,
ხანდახან შენზეაც ვჯავრობ,
სიყვარულს გულში, რომ ვერ ვტევ!
ბალღებს მიმიხედე ქალო!
შარ-ხიფათს რაჲ რა მაღლევს,
სიცოცხლეს ასწავლი სანამ,
სიკვდილი ასწავლე ბალღებს!
მემრ შამამეშველან იქნებ,
იქამდე, მგლისმუხლებ მაბამ,
თვალშიით სინათლე მიქრებ,
მშვიდობით იყავი, აბა!


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...