Sunday 10 July 2016

კარლ როჯერსი (ჰუმანისტური თეორია )


ჰუმანისტური თეორიის მიხედვით ყოველი ადამიანი უნიკალურია და გააჩნია ბუნებრივი მიდრეკილება სიკეთისაკენ, შემოქმედებისაკენ და სიყვარულისაკენ. ყველა ადამიანს განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, ანუ განსხვავებულად აღიქვამს და ხსნის სამყაროს. ადამიანის მსოფლმხედველობა გავლენას ახდენს მის პიროვნებაზე და მართავს მის ქცევას. შესაბამისად შეუძლებელია გავიგოთ და ავხსნათ სხვა ადამიანის საქციელი, თუ სამყაროს მისი თვალთახედვიდან არ დავინახავთ. მასწავლებლისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მოსწავლეები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ და თუ მას აქვს სურვილი დაუახლოვდეს თავის მოსწავლეს, იგი უნდა შეეცადოს, რომ მოსწავლის შეხედულებები  მისთვის მისაღები და ღირებული  გახდეს. ყოველ ადამიანში არის თანდაყოლილი სწრაფვა თვითრეალიზაციისაკენ და სრულყოფილებისაკენ. ამ ტენდენციას ხელშეწყობა უნდა. მასწავლებელს, რომელიც მოსწავლისადმი კეთილგანწყობასა და პატივისცემას იჩენს, ძალუძს, გაუღვიძოს  მას სწავლის სურვილი.  როჯერსის აზრით, იმისათვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, 3 პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობა, ემპათია (თანაგრძნობა). ადამიანები ხელს უწყობენ ჩვენს  ზრდას ჩვენდამი კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით. ამით ისინი გვაჩვენებენ, რომ გვაფასებენ ჩვენი ნაკლოვანებების მიუხედავად. ბავშვებს პატარა ასაკიდანვე სჭრდებათ სხვა ადამიანების მოწონება. მშობლების, მასწავლებლების თანატოლების და სხვათა შეფასება გავლენას ახდენს ბავშვების თვითშეფასებაზე. უნდა შევაფასოთ მათი საქციელი და არა პიროვნება. ( მაგ: როდესაც ბავშვი საღებავებით სვრის ძაღლს, უნდა ვუთხრათ:,, მე არ მომწონს შენი ეს საქციელი“ და არა : ,,- რა ცუდი ბიჭი ხარ !“). ადამიანის პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია მისი თვითაღქმა:-,, ვინ ვარ მე ?“ როცა ადამიანებს დადებითი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე, მაშინ დადებით საქციელსაც ავლენენ და სამყაროსაც დადებითად აღიქვამენ (და პირიქით). როჯერსი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის ადამიანია განათლებული, რომელმაც ისწავლა, თუ როგორ უნდა ისწავლოს.  თანამედროვე განათლების მიზანი უნდა იყოს ქცენტი პროცესზე და არა ცოდნის დაგროვებაზე. იგი უპირატესობას გამოცდილებით სწავლას ანიჭებდა. მასწავლებელი ამ შემთხვევაში უნდა იყოს სწავლის ფასილიტატორი ( ხელისშემწყობი). მან კლასში უნდა შექმნას უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო. უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასწავლებელიც რეალური ადამიანია, გულწრფელად გამოხატავს თავის გრძნობებს, არ თამაშობს, არ თვალთმაქცობს, რომ არც მას გააჩნია ყველა კითხვაზე პასუხი.  მას უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება. შეფასების დროს არ უნდა იყოს სუბიექტური. თავი შეიკავოს მოსწავლის გაკიცხვისა და განსჯისაგან. მაგრამ დაფასება და პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელს უნდა მოსწონდეს და იზიარებდეს მოსწავლის ყველა თვისებას და მოქმედებას. მასწავლებელმა მოსმენით უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ აინტერესებს მისი აზრები და მას თანასწორუფლებიან მოსაუბრედ აღიქვამს. აქტიური მოსმენა მიზნად არ ისახავს მოსწავლის შეფასებას და იმის გარკვევას, თუ რამდენად მართებული ან ლოგიკურია მოსწავლის პასუხი. მოსწავლის ნათქვამზე რეაგირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ მასწავლებლები ხშირად იგნორირებას უკეთებენ მოსწავლეს, რომელიც არასწორ პასუხს იძლევა, ან კარგად ვერ გამოხატავს თავის აზრს და გრძნობებს. მოსწავლე უკეთ სწავლობს მაშინ, როცა გრძნობს, რომ მას აფასებენ, ღირსეულ ადამიანად- პიროვნებად მიიჩნევენ. როდესაც სწავლების ცენტრში მოსწავლეა, თავისი ინტერესებითა და მისწრაფებებით, სწავლების პროცესი ეფექტური ხდება, და ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ ცვლილებებსა და ზრდას.  ჰუმანისტური სწავლება 1950-იან წლებში გაჩნდა, როგორც ბიჰევიორისტული მოდელის ალტერნატივა. იგი უპირისპირდება ე. წ. დირექტიულ სწავლებას. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და ისწავლონ დამოუკიდებლად. მიაღწიონ თვითაქტუალიზაციის მწვერვალს, რომლის დროსაც პიროვნება ,, პოულობს  საკუთარ თავს“  და აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალიზმს.                                                                                                                                                                                  

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...