Sunday 10 July 2016

ლოურენს კოლბერგი ( მორალური განვითარების თეორია )


  კოლბერგი ადამიანის მორალურ განვითარებას 3 დონედ ყოფდა: პრეკონვენციური, კონვენციური, პოსტკონვენციური. (თითოეული დონე 2-2 სტაიას მოიცავს) 1) პრეკონვენციური მორალი- მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ გათავისებული საზოგადოების წესები და კონცენციები, ანუ საყოველთაოდ მიღებული ნორმები. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ ძირითადად იმის მიხედვით, თუ რა შედეგი მოჰყვება მათ საქციელს, დაჯილდოება თუ სასჯელი. პატარა ბავშვები, ძირითადად, პრეკონვენციური მორალით ხელმძღვანელობენ. მაღალი კლასის მოსწავლეების და მოზრდილი საზოგადოების ნაწილიც ამ დონეზე აზროვნებს.  პირველი სტადია: დასჯის თავიდან აცილება და დამორჩილება-  ამ სტადიაზე მოაზროვნე მოსწავლეები ავტორიტეტის და ძალაუფლების მქონე პირებს ემორჩილებიან, რათა სასჯელი თავიდან აიცილონ.ისინი სწორ და არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი მოჰყვება მას. მაგ: თუ ბავშვს წაასწრეს და დასაჯეს, მაშინ მისი საქციელი არასწორია; საწინააღმდეგო შემტხვევაში კი- სწორი. მეორე სტადია: დახმარების გაცვლა-გამოცვლა - ამ სტადიაზე მყოფ მოსწავლეთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი მოთხოვნების და სურვილების დაკმაყოფილება. გადაწყვეტილების მიღების დროს ისინი სხვა ადამიანების ინტერესებსაც ითვალისწინებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი საჭიროებებიც დაკმაყოფილებული იქნება. ისინი მსჯელობენ: ,, თუ შენ რაღაცით მაინც დამეხმარები, მაშინ მეც დაგეხმარები“. 2) კონვენციური მორალი- ეთანხმებიან საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, ემორჩილებიან წესებს. ძალიან ცოტა დაწყებითი კლასის მოსწავლე, ზოგიერთი საბაზო საფეხურის და ბევრი საშუალო საფეხურის მოსწავლე კონვენციური მორალით ხელმძღვანელობს. მოზრდილი საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ დონეზე აზროვნებს.  მესამე სტადია : კარგი ბიჭი, კარგი გოგო- ამ სტადიაზე მყოფი მოსწავლეები ცდილობენ ისე მოიქცნენ, რომ ავტორიტეტის მქონე პირებს ასიამოვნონ. ისინი ცდილობენ მეგობრების, ნათესავების და მასწავლებლების მოწონება დაიმსახურონ. გადაწყვეტილებების მღების დროს ისინი უკვე ითვალისწინებენ სხვა ადფამიანის ინტერესებსაც. მათ მტკიცედ სჯერათ:,, სხვებს ისე მოექეცი, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ“.ამ ეტაპზე ეგოცენტრიზმი შედარებით მცირდება და ბავშვებს შეუძლიათ თავი სხვა ადამიანების ადგილზე წარმოიდგინონ. მესამე სტადიაზე მყოფ ადამიანებს უმრავლესობის აზრის გავლენის ქვეშ მოქცევის საშიშროება ემუქრებათ. მოსწავლეები ძალიან ადვილად ექცევიან თანატოლთა გავლენის ქვეშ. მეოთხე სტადია: კანონი და წესები- ამ სტადიაზე მყოფი მოსწავლეები საყოველთაოდ მიღებული წესებით ხელმძღვანელობენ. მათ იციან, რომ წესები აუცილებელია მოწესრიგებული საზოგადოებისთვის. თუმცა ცოტა არ იყოს დაუფიქრებლად ემორჩილებიან და იშვიათად შეაქვთ ეჭვი მათ სისწორეში და სამართლიანობაში.  3) პოსტკონვენციური მორალი-   ამ დონეზე მყოფი ადამიანები თვლიან, რომ წესები საჭირო და ცვალებადი მექანიზმებია. ისინი გვეხმარებიან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებასა და ადამიანის უფლებების დაცვაში. თუმცა არ არის ბრძანებები, რომელთაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ და შესაძლებელია შეცვალონ,  თუ კი ისინი მათ პრინციპებს ეწინააღმდეგაბა. პოსტკონვენციური აზროვნება იშვიათია სკოლის ასაკის ბავშვებში. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი აზროვნებს ასე.  მათი უმრავლესობა ამ დონეს 25-30 წლის ასაკისათვის აღწევს.    ყველა ბავშვი ერთნაირი თნმიმდევრობით გაივლის მორალური განვითარების სტადიებს ( თუმცა სხვადასხვა ტემპით). იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის მორალურ განვითარებას, მასწავლებელმა ჯერ უნდა შეაფასოს მორალური განვითარების რა სტადიაზე იმყოფება იგი და შემდეგ დაეხმაროს ბავშვს მორალური დილემის გადაჭრაში. მიეცით მოსწავლეებს მორალური საქციელის ბევრი მაგალითი. დაეხმარეთ  სიტუაციას სხვადასხვა ადამიანების პოზიციიდან შეხედონ (მათ ადგილზე დააყენონ საკუთარი თავი).  გაუღვიძეთ თვითშეგნების, პასუხისმგებლობის, მზრუნველობის,  თანაგრძნობის, სულგრძელობის  უნარი. აქტიურად ჩართეთ მოსწავლეები ისეთ პროექტებში, რომლებიც საზოგადოებისადმი სამსახურს მოითხოვს. დაეხმარონ უფროსებსა და მოხუცებს, დაასუფთაონ ქუჩები და პარკები, მოაწყონ სათამაშო მოედნები, მოაწესრიგონ ბიბლიოთეკა, ამეცადინონ უმცროსკლასელები, ბაღებსა და ბავშვთა სახლებში პატარებს წიგნები წაუკითხონ და ა. შ.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...