Sunday 10 July 2016

ალბერტ ბანდურა (სოციალური დასწავლის თეორია)



 ეს თეორია ბიჰევიორიზმის ძირითად პრინციპებს ეთანხმება, მაგრამ უფრო მეტ აქცენტს გონებრივ პროცესებზე აკეთებს.  ადამიანის ქცევის მექანიზმები, დაწყებული ჩვილი ასაკიდან ყალიბდება სხვა ადმიანებზე  - მოდელებზე  დაკვირვების შედეგად.ცნობილია ბანდურას ექსპერიმენტების სერია.მაგ:  ბავშვები უყურებენ ფილმს სადაც დემონსტრირებულია სხვადასხვა დონის აგრესია (როგორც მიღებული და მოწონებული ქცევა).ფილმის ყურების შემდეგ ბავშვები, თმაშის დროს,  უფრო აგრესიულები გახდნენ.  ჩვენ უბრალოდ ვაკვირდებით რას აკეთებენ სხვები და შემდგომ თავად ვიმეორებთ მათ მოქმედებებს. წინა გმოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანმა იცის, რომ მის ერთ ქცევას არასასურველი შედეგი მოჰყვება, მეორე დაბალეფექტური აღმოჩნდება, ხოლო რომელიღაც - მისთვის ფასეული. ადამიანებს სხვების იმიტაციის - მიბაძვის უნარი დაბადებიდან მოსდევთ. კითხვას უფრო კარგად სწავლობენ, როცა მშობლები ხშირად უკითხავენ. მასწავლებელზე დაკვირვებით შეუძლიათ ისწავლონ წერა, სიტყვების სწორად წარმოთქმა, მაგალითების ამოხსნა და სხვა. ბევრი მოდელი  ცოცხალი, რეალური ადამიანია,  ფილმის, ნაწარმოების გმირი, ან წარმოსახვითი პიროვნება. მოსწავლე უფრო ხშირად გამოამჟღავნებს ადრე ნასწავლ ქცევას, თუ ის დაინახავს, როგორ წაახალისეს მოდელი იმავე ქმედებისთვის. მაგ: მოსწავლეები უფრო დროულად შეასრულებენ დავალებას, უფრო ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, თუ ხედავენ როგორ აქეზებს მასწავლებელი სხვა მოსწავლეების ამ ქმედებებს. მოსწავლე უფრო იშვიათად გამოამჟღავნებს ადრე ნასწავლ ქცევას, თუ დაინახავს, როგორ დასაჯეს მოდელი იმავე ქმედებისთვის. შესაძლოა, მოსწავლე გაკვეთილზე საღეჭი რეზინის ღეჭვისთვის, დავალების გადაწერისთვის და დერეფანში ჩხუბისთვის ერთხელ უკვე დაისაჯა და შესაბამისად მსგავსი მოქმედებებეისგან თავის შეკავება ისწავლა, მაგრამ ამ ქმედებებმა შეიძლება ისევ იჩინოს თავი, თუ მისი თანაკლასელები ანალოგიური საქციელისთვის არ ისჯებიან. მოსწავლეები უფრო მეტად ბაძავენ კომპეტენტურ, პრესტიჟულ,  ძალაუფლების მქონე, ცნობილ ადამიანებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებსაც კი ახასიათებთ კომპეტენტური და არაკომპეტენტური მოდელების გარჩევის უნარი. მოწაფეები ისეთ მოქმედებებს უფრო სწავლობენ, რომლებიც, მათი აზრით, მათი სქესისთვის არის შესაფერისი (გოგონები უფრო მეტად ბაძავენ ქალებს, ბიჭები-მამაკაცებს). უფრო მოსალოდნელია, რომ საშუალო კლასის მოსწავლე მიბაძავს პოპულარული თანაკლასელი გოგონას ჩაცმულობის სტილს, თუ ის ფიქრობს, რომ ამგვარი ჩაცმულობა მასაც დაეხმარება, პოპულარული გახდეს. საკლასო ოთახში მასწავლებელი სხვადასხვა ქცევის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ ქცევას მიბაძავენ, რომელიც, მათი აზრით, სასარგებლო და ნაყოფიერია. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს,  რომ ადვილად ისწავლონ მოდელებისაგან ? ამისათვის აუცილებელია 4 პირობა:1)ყურადღება, 2)შენარჩუნება, 3)გამეორება, 4)მოტივაცია (მოსწავლეები უფრო მოტივირებულნი არიან, მიბაძონ მოდელს, თუ ფიქრობენ, რომ ამისთვის შექებას ან რაიმე  ჯილდოს დაიმსახურებენ).  ნებისმიერი პრობლემა ადვილდება, თუ უკვე არსებობს მასთან ბრძოლის სხვისი გამოცდილება. ადამიანები აცნობიერებენ საკუთარი ქმედებების შედეგებს და ხშირად გავლენას ახდენენ საკუთარ ქცევაზე. სოციალური დასწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა თვითრეგულაცია. სწავლის თვითრეგულაცია მოიცავს შემდეგ მეტაკოგნიტურ პროცესებს: 1) მიზნების დასახვა, 2) დაგეგმვა,  3) თვითმოტივაცია, 4) ყურადღების კონტროლი,5)სწავლის სტრატეგიების მოქნილად გამოყენება, 6) თვითმონიტოირინგი,7) დახმარებისთვის  მიმართვა, 8) თვითშეფასება. დროთა განმავლობაში ადამიანებს უყალიბდებათ ქცევის სტანდარტები. ადამიანი, რომელსაც მოთხოვნების მაღალი დონე აქვს, უფრო თავდაჯერებული და მიზანსწრაფულია. მაგრამ თუ ქცევის სტანდარტი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე რეალური შესაძლებლობა, ადამიანს ემართება ფრუსტრაცია (სასოწარკვეთილება) და შესაძლებელია ჩამოუყალიბდეს დეპრესია, ქრონიკული გაუბედაობა. ამიტომაც მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ თვითსეფასების უნარი. მოსწავლეები, რომელთაც განვითარებული აქვთ სწავლის თვითრეგულაციის უნარი, არიან გაწონასწორებულნი, ადვილად აღწევენ წარმატებას და სრულად ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.                                                                                                                                                                                                          

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...