Monday 11 July 2016

ნოდარ დუმბაძე

ნოდარ დუმბაძე თავის ერთ-ერთ მოგონებაში წერდა: ,,დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს, პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე - "ჩემი გალაკტიონი." ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან "მზიან ღამეში" აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან, - ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი: ვერაზე, წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი. - გამარჯობა, ძამიკო, - მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. /ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი/ - გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი. - წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა. იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ. ბოლოს, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა: - ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად ..."

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...