Monday 11 July 2016

გალაკტიონი მეორე ცოლის - ოლგა დარიუსის შესახებ


გალაკტიონის დღიურიდან:
1941 წელი.
12
მარტი.
,,ეს ქალი უკანასკნელი ორი კვირაა რაღაც მხეცს დაემსგავსა: მან განაცხადა, რომ გადარჩენის მიზნით არ მომშორდება ერთი წამითაც კი და მართლაც, არ მშორდება. და ეს მაშინ, როცა უამრავი საქმეები მაქვს, ბევრ ადგილს უნდა ვიყო: მისი მიზანი სხვაა (ეს მე ძალიან კარგად ვიცი).
დღესაც: გამომიყვანა მოთმინებიდან! (ცდილობს გამომიყვანოს მოთმინებიდან, ვინაიდან უკვე ჩემში ძალას არ ხედავს). მთელი კვირაა, გავალ თუ არა სახლიდან ისიც თან მომდევს. აუტანელია! თან მეჩხუბება. მეომება. რაზე? თითონაც არ იცის!..
ჯერ არ წასულა თუმცა. ეხლა გამოვა და დაიწყებს დაახლოებით ასეთ საუბარს: - მე მივდივარ (ატირდება), არ მაფასებთ (ატირდება), მომეცით ეხლავე ფული (კიდევ ატირდება), მე თქვენთვის ბევრი რამ გავაკეთე.
მაგრამ ყველაზე საზიზღარი რაცაა, ეს მისი ჩემს მტრებთან კავშირია...
იგი პროვოკაციებს მიწყობს. იგი მათ ეუბნება, თითქო მე ღვინოსა ვსომდე (სულით და გულით უნდათ, რომ ღვინის სმა დავიწყო). უნდათ, უთხრან ხალხს, რომ ღვინის სმა დავიწყე! უნდათ, ქვეყანას დღესვე აცნობონ ეს ამბავი! უნდათ! უნდათ! და აი, ეძებენ მხოლოდ მიზეზს, და სად ნახავენ უკეთეს მიზეზს, როდესაც საკუთარ სახლიდან ეუბნებიან!
. .: - მე გარანტიას არ ვიძლევი, რომ შემდეგ იგი ღვინოს არ დალევსო!
-
მაშინო, - უპასუხებენ, - გახსოვს ჩვენი საგურამოში საუბარიო? როგორც კი გალაკტიონი ღვინის სმას დაიწყებს - იმ წამშივე ცეკა - მას საექიმოდ გაგზავნისო?!
ასეთი ამბავი ერთი.
მეორე. ის, რომ არა მასვენებს... მე კიდევ დამრჩენია ერთი გზა!!!!! და არა მარტო ერთი გზა!!!!
...
ჩაიცვა თეთრი ტანთსაცმელი. შემოვიდა ჩემ კაბინეტში. დაჯდა. ხელები ტრაგიკულად ლოყებზე შემოიწყო...
...
დღეს საუბარი მქონდა ირაკლისთან. მე ავუხსენი, რომ არ შეიძლება პასუხის ასე დაგვიანება, რომ ყოველგვარი საკითხები ახლავე გადასაწვეტია, რომ არავითარი საშუალება არა მაქვს და ამიტომ პასუხს არ უნდა დააგვიანდეს, რომ არ შეიძლება მწერალი ასეთ მდგომარეობაში იყოს: წიგნები არ გამოდის... თითქო ვიღაცა გადამთიელმა ამოაგდო ჩემი წიგნები. აღარ ეშინიათ.. ამოაგდეს. მორჩა.
....
საღამოთი კი ინციდენტი. . იუ-სთან - ტირის, ცრემლს აფრქვევს. მე მეტი აღარ შემიძლია. უკანასკნელ ჩემს ძალ-ღონეს (ვგრძნობ, რომ ყველაფერი მან ამოსწოვა...) მას ვერ შევსწირავ... მე მისთვის საწველი ფური ვარ... ეს ფიქრი არ მაძლევს მოსვენებას.
მაგრად წავიჩხუბეთ..."
.........
.. - ოლგა იურევნა (ოლგა დარიუსი) - გალაკტიონის მეორე ცოლი.
P. S. აი, ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრობდა გალაკტიონი, ვიდრე უარესს არ გადაეყარა...
ხოლო თუ ვინ ,,გაულამაზასიცოცხლის ბოლო წლები გალაკტიონს, ამის შესახებ იხ. წინა დღეების პოსტები 


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...