Monday 11 July 2016

აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელმა 1900 წელს ქუთაისში
გახსნილ მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო
სასმელებს ექსპრომტად ასეთი ლექსი უძღვნა:
"სასმელების მეტოქე ვარ,
ღვინისლუდის, წყლის და რძისა -
ხილეულთა ესენცია -
მიტროფანე ლაღიძისა.
გემოცა მაქვს, სუნიცა მაქვს
გთხოვთ ორივე გამისინჯოთ,
თორემ ისე რად მინდიხართ
მოხვიდეთ და გადიბრინჯოთ."


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...