Wednesday 6 July 2016

სტენდური პრეზენტაცია



სტენდური პრეზენტაცია პრეზენტაციის ერთ-ერთი ფორმაა. შესაძლებელია პრეზენტაცია არა მხოლოდ ვერბალური ფორმით ჩატარდეს, არამედ საკუთარი ნაშრომი  პოსტერის ფორმატითაც  წარუდგინოთ აუდიტორიას.
      პოსტერის ეფექტური პრეზენტაცია საშუალებას იძლევა რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს თქვენი მოსაზრებები, ასევე ჩართოთ თქვენი კოლეგები დისკუსიაში.
პოსტერის მთავარი მახასიათებელია, რომ ის უნდა იყოს ერთ საკითხზე ფოკუსირებული, თანმიმდევრულად, ლოგიკურად განთავსებული ტექტებით, ფოტოებით, დიაგრამებით, სქემებითა და სხვა თვალსაჩინოებებით. ტექსტში შრიფტი არ უნდა იყოს პატარა, რათა არ გაჭირდეს ინფორმაციის წაკითხვა. თვალსაჩინოებები და ფერები ყურადღებას უნდა იმსახურებდეს და რა თქმა უნდა გასაგებად უნდა იყოს ორგანიზებული.
პოსტერი შეიძლება მნახველისთვის გახდეს ინფორმაციის წყარო, შესრულებული სამუშაოს (კვლევა, პროექტი) კარგი რეკლამა, ასევე შეჯამება. ხშირ შემთხვევაში პროფესიული დისკუსიის/საუბრის დასაწყისი.
იმისთვის რომ გაადვილდეს პოსტერის შექმნა, არსებობს არაერთი სპეციალური პროგრამა. ინტერნეტში მათი მოძიება არ არის რთული.
ძირითადად პოსტერის პრეზენტაციას ითხოვენ კონფერენციებზე, ამდენად, სანამ მის მომზადებას შეუდგებით, გაარკვიეთ რა ზომის უნდა იყოს ის (ძირითადში არსებობს შეზღუდვები). სწორედ ზომა გიკარნახებთ შინაარსსა და მის ფოკუსს.

არსებობს ზოგადი სქემა, თუ რას უნდა მოიცავდეს პოსტერი. ესენია:
Ø  სათაური, რაც პროექტის/კვლევის არსს კარგად გადმოსცემს, ასევე შესაძლებელია განხორციელებაში ჩართული ორგანიზაციები და მონაწილე ხალხიც იყოს მითითებული
Ø  რეზიუმე – რომელშიც მოკლედ ინება ახსნილი რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, და რა არის მთავარი მიგნებები და შედეგები
Ø  შესავალში პრობლემა მკაფიოდ უნდა იყოს დასმული, რომლის გადაჭრასაც ცდილობდით. რის დამტკიცებას ან რის აღმოჩენას ცდილობთ, აქვე იწერება მიზნებსა და ამოცანებზე
Ø  თეორია ან მეთოდოლოგია, რაც ხსნის თუ რა გზით, მეთოდებით, ტექნიკით შეისწავლეთ ან იმოქმედეთ.
Ø  შედეგის ნაწილი, სადაც ილუსტირებულად უნდა წარმოჩინდეს მუშაობა, გამდიდრებული მაგალითებით.
Ø  დასკვნით ნაწილში ჩამოთვლილი უნდა იყოს თქვენი კვლევის ძირითადი მიგნებები და აღმოჩენები.
Ø  მომავლის გეგმებში ასახული უნდა იყოს რეკომენდაციები და მოსაზრებები, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალში.
ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი მოკლედ უნდა დაიწეროს, თუმცა სიმოკლეში აზრი არ უნდა დაიკარგოს. ამდენად ეცადეთ იპოვოთ ოპტიმალური ზომა.



No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...