გრამატიკული ცნობარის დღევანდელ მასალაში მიმოვიხილავთ ქართული ენის ზოგ თავისებურებას
მრავლობითის გამოხატვის თვალსაზრისით. კერძოდ: სიმრავლის ასახვა ზმნაში მრავლის
გამომხატველი მსაზღვრელის, ებ-იან
მრავლობითში მდგომი უსულო და სულიერი სახელების და კრებითი სახელების გვერდით.
სუბიექტის რიცხვის ასახვა
ზმნაში
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
სხვადასხვა საკითხები, ხალხი
შეიკრიბნენ, ბევრი წერილები, უამრავი ადამიანები, ყველა წიგნები
წესი:
თუ სუბიექტი მრავლობითშია, ზმნაც მრავლობითში უნდა შეეწყოს:
საკითხები განვიხილეთ
საკითხ-ებ-ი
= განვიხილე-თ
მაგრამ სუბიექტის სიმრავლე ზმნაში არ აისახება, თუ:
·
სუბიექტს სიმრავლის
გამომხატველი სიტყვა ( მსაზღვრელი) უკვე ახლავს. სიმრავლის გამომხატველი
შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი – ათასი, ბევრი, უამრავი… ნაცვალსახელი – ზოგი,
თითოეული, ყველა…
შესაბამისად, სწორია:
ათასი
ფიქრი; ბევრი პრობლემა; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა
წიგნი; სხვადასხვა საკითხი
·
სუბიექტი ებ-იან მრავლობითში
მდგომი უსულო სახელია:
მდინარეები
ადიდდა; ფოთლები დაცვივდა; კლდეები ჩამოინგრა
გამონაკლისი: თუ უსულო
საგანი გასულიერებულია, მოქმედებს იგივე წესი, რაც დასაწყისშივეგაგაცანით (
გასულიერებული საგანი უტოლდება სულიერს!)
მდინარეები
კალაპოტიდან გადმოვიდნენ
ფოთლები
აჩურჩულდნენ
კლდეები
გმინავენ
·
სუბიექტი კრებითი სახელია (
სუბიექტის სიმრავლე შინაარსობრივია) – ხალხი, სტუდენტობა, ახალგაზრდობა, ერი,
ჯოგი, ხროვა, გუნდი…
ხალხი
შეიკრიბა
სტუდენტობა
თაკილობდა…
ახალგაზრდობას
ემახსოვრება…
არასწორია: სხვადასხვა
საკითხები; ბევრი წერილები; უამრავი ადამიანები; ზოგი არსებები; ყველა წიგნები;
ხეები ირხევიან; ფოთლები ჩურჩულებს; ხალხი შეიკრიბნენ;
სწორია:
სხვადასხვა
საკითხი; ბევრი წერილი; უამრავი ადამიანი; ზოგი არსება; ყველა წიგნი; ხეები
ირხევა; ფოთლები ჩურჩულებენ; ხალხი შეიკრიბა.
მომდევნო ბლოგში განვიხილავთ ორი ან მეტი სახელის შემცველი რთული
სიტყვებისა და ვინ ნაცვალსახელის
თანხლებით გამოხატული მრავლობითის მართლწერას.
No comments:
Post a Comment