გრამატიკული ცნობარის მესამე გაკვეთილი ფუძის კუმშვას დაეთმობა. დავასახელებთ რამდენიმე
ფორმას, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება მეტყველების დროს არასწორად (
კუმშვადია და უკუმშველად წარმოთქვამენ ან წერენ), ასევე დეტალურად მიმოვიხილავთ,
როგორ სახელებს ეკუმშება ფუძე.
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
მკვლევარის, ტაძარის,
ჭიშკარის, ამბავის, მწყერის, დედაბერის, მაჩაბელის, ლიმნის
წესი: კუმშვა ეწოდება ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას. იკუმშება ა, ე და ო ხმოვნები.
(ამათგან ო ხმოვანი ან საერთოდ იკარგება ( ობოლი-ობლის), ან ვ – დ
გადაიქცევა ( ნიორი-ნივრის).
როგორ სახელებს ეკუმშება ფუძე?
ფუძე შეიძლება შეეკუმშოს სხვადასხვა შედგენილობისა და სხვადასხვა
დაბოლოების მქონე სახელებს, მაგრამ უმთავრესად ისეთებს, რომელთაც ფუძე უმთავრდებათ
მარცვლებზე:
ალ: მსხალი (
მსხლის), რძალი(რძლის), წყალი(წყლის), კომბალი(კომბლის), მაყვალი(მაყვლის),
გენერალი(გენერლის), მუგუზალი(მუგუზლის), ფორთოხალი(ფორთოხლის), ჭარხალი(ჭარხლის)…
ელ: მღვდელი(მღვდილის), შველი ( შვლის), ბეღელი ( ბეღლის), ბოსელი
(ბოსლის), უღელი ( უღლის), სარტყელი ( სარტყლის), ფურცელი ( ფურცლის)…
საგანგებოდ
უნდა აღინიშნოს გვარები: წერეთელი
და მაჩაბელი.
ორივე გვარი კუმშვადია, მიუხედავად იმისა, რომ საერთო წესის
თანახმად, ადამიანთა საკუთარ სახელებს და გვარებს ფუძე არც ეკუმშებათ და არც
ეკვეცებათ.
შესაბამისად, სწორია: წერეთლის, მაჩაბლის.
ან: ბოსტანი (
ბოსტნის), აკვანი ( აკვნის), საგანი(საგნის), დერეფანი(დერეფნის),
კიდობანი(კიდობნის), მოედანი(მოედნის), იასამანი(იასამნის), ეჟვანი(ეჟვნით),
თიკანი(თიკნის), მარანი(მარნის)…
ენ: ყურძენი ( ყურძნის), ყავარჯენი ( ყავარჯნის), შევარდენი(შევარდნის)…
არ: ზვარი ( ზვრის), აბჯარი(აბჯრის), ამქარი(ამქრის),
მკვლევარი(მკვლევრის), ბაზარი(ბაზრის), კელაპტარი ( კელაპტრის), სოვდაგარი (
სოვდაგრის), ფეიქარი ( ფეიქრის), დასტაქარი(დასტაქრის)…
ერ: მტერი ( მტრის), მწყერი (მწყრის), კისერი(კისრის), მეწყერი (
მეწყრის), საცერი ( საცრის), ოფიცერი(ოფიცრის), დედაბერი(დედაბრის)…
ამ: ატამი ( ატმის), ვახშამი ( ვახშმის), წალამი ( წალმის), ლაგამი (
ლაგმის), ქათამი ( ქათმის)...
ემ: ირემი(ირმის), ურემი ( ურმის)…
ოლ: გოდოლი ( გოდლის), ობოლი(ობლის), ფოთოლი(ფოთლის)…
ონ: დიაკონი ( დიაკვნის), მაწონი(მაწვნის), საპონი(საპნის)…
ორ: გოდორი(გოდრის), კოკორი ( კოკრის), მინდორი ( მინდვრის),
ნიორი(ნივრის), ქოჩორი(ქოჩრის)…
სახელი
„ამბავი“ უნიკალურია, რადგან შეკუმშვისას ხმოვანთან ერთად ის კარგავს
თანხმოვანსაც და მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და
ვითარებითში გვექნება: ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად ( და არა ამბავ-ის, ამბავ-ით,
ამბავ-ად).
გახსოვდეთ: ზემოთ დასახელებულ მარცვლებზე დაბოლოებული ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი
საზოგადო არსებითი სახელები უკუმშველია. კუმშვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც
ისინი კომპოზიტების მეორე ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, სწორია დედაბრის,
ჭიშკრის;
არსებითი
სახელი ლიმონი უკუმშველია;
გარდა ამისა, სიტყვა არ შეიკუმშება, თუ შეკუმშვის
გამო ძნელად გამოსათქმელი თანხმოვნები მოიყრის თავს;
No comments:
Post a Comment