გრამატიკული ცნობარი დღეს საკუთარ სახელთა მართლწერის ძირითად წესებს გაგაცნობთ. როგორ
სახელებს ეწოდებათ საკუთარი? რა
თავისებურებები ახასიათებს ადამიანთა სახელებს და გვარებს ბრუნებისას? ცნობარში
მოკლედ, ამომწურავად და მარტივად ავხსნით ამ საკითხებს.
წ ე ს ი – სახელი შეიძლება იყოს საკუთარი ან საზოგადო. საკუთარია
სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს.
საკუთარი სახელებია:
ანთროპონიმები – ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები, ზედმეტსახელები
ტოპონიმები – გეოგრაფიული სახელები: ქვეყნები, ქალაქები, მდინარეები, ტბები,
ოკეანეები, კონტინენტები, მთები, სოფლები, დაბები…
პლანეტების
და ციური სხეულების სახელები: დედამიწა, მარსი, ვენერა,
ორიონი, მთვარე…
წელიწადის
დროთა, თვეებისა და კვირის დღეების აღმნიშვნელი სახელები: შემოდგომა,
სექტემბერი, ორშაბათი…
მხატვრული
ნაწარმოებების სათაურები, ჟურნალ-გაზეთების, ფაბრიკა-ქარხნების, კომპანიების,
სხვადასხვა დაწესებულების სახელები: „ვეფხისტყაოსანი“ , „მოხუცი
და ზღვა“, „კვირის პალიტრა“, „ანტრე“…
ცხოველთა
სახელები – წიქარა,
ბომბორა, მურია…
ადამიანთა საკუთარი სახელების მართლწერა
ადამიანთა
საკუთარ სახელებს ბრუნვის დროს ფუძე არ ეცვლებათ. ეს ნიშნავს, რომ
ბოლოთანხმოვნიანი ყველა უკუმშველია, ბოლოხმოვნიანი – უკვეცელი. სწორია:
ალექსი( მოთხრ.-ალექსი-მ, მიც. – ალექსი-ს; მიმართვისას – ალექსი!)
დევი (მოთხრ. – დევი-მ, მიც. – დევი-ს; მიმართვისას – დევი!)
ერასტი ( მოთხრ. ერასტი-მ, მიც. – ერასტი-ს; მიმართვისას – ერასტი!)
ლეონტი ( მოთხრ.-ლეონტი-მ, მიც.-ლეონტი-ს; მიმართვისას – ლეონტი!)
დარეჯანი ( მოთხრ. – დარეჯან-მა, მიც. – დარეჯანის; მიმართვისას – დარეჯან!)
ასმათი ( მოთხრ. – ასმათ-მა, მიც. – ასმათ-ს; მიმართვისას – ასმათ!)
გაითვალისწინეთ – ხმოვანი ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია თანხმოვანფუძიან საკუთარ სახელებში:
ასინეთ-ი, გულნაზ-ი, ელისაბედ-ი, ივდით-ი, მარეხ-ი, ნესტან-ი, აბრამ-ი, ადამ-ი.
აიეტ-ი…
სახელის ფუძის გასარკვევად სახელს მოთხრობით ( ან მიცემით) ბრუნვაში
ვსვამთ, ბრუნვის ნიშანს ვაშორებთ, რაც დაგვრჩება – ის არის ფუძე.
როგორ
გამოვარკვიოთ, რომელ სახელებშია ი ფუძისეული და რომელში ბრუნვის ნიშანი?
·
სახელობითი ბრუნვის ნიშანს
(ი-ს) არ
დაირთავს ბოლოთანხმოვნიანი სახელი, რომელსაც მოსდევს გვარი ან პროფესიის, ხელობის,
თანამდებობის და სხვ. აღმნიშვნელი სიტყვა:
გურამ
დოჩანაშვილი, მიხაილ ზიჩი, თამარ მეფე, ვახტანგ კოტეტიშვილი და ა.შ.
·
ხმოვანი – ფუძისეულია და ყველა ბრუნვაში გადაჰყვება სახელს, თუ მას მოსდევს
გვარი ან პროფესიის ( ხელობის, თანამდებობის და ა.შ.) აღმნიშვნელი სიტყვა:
ლეონტი
მროველი, აკაკი წერეთელი, დიმიტრი თავდადებული…
გ ა ხ ს ო ვ
დ ე თ !
ადამიანთა
საკუთარი სახელი არც იკუმშება, არც იკვეცება, არ აქვს მრავლობითი რიცხვი და
წოდებითში ფუძის სახით უნდა გამოვიყენოთ.
დაუშვებელია
ამ ტიპის შემოკლებები: შ. რუსთველი, დ. აღმაშენებელი, ი. ხუცესი, გ. მერჩულე,
ვ.ფშაველა…
ადამიანთა გვარების მართლწერა
სხვადასხვა
დაბოლოებიანი გვარები სხვადასხვაგვარად იბრუნვის. განვიხილოთ თითოეული:
·
შვილზე დაბოლოებული გვარი ისევე იბრუნვის, როგორც
საზოგადო სახელი შვილი. წოდებითში ასეთი გვარი დაირთავს წოდებითის ნიშანს:
ბარათაშვილი
– ბარათაშვილმა-ბარათაშვილს-ბარათაშვილის-ბარათაშვილით-ბარათაშვილად-ბარათაშვილო;
·
ძე-ზე დაბოლოებული გვარი ისევე იბრუნვის, როგორც
საზოგადო სახელი „ძე“. ნათესაობითსა და მოქმედებითში აუცილებელია შეკვეცა.
წოდებითში ბრუნვის ნიშანი ამ გვარებს არ დაერთვის!
ლომიძე-ლომიძემ-ლომიძეს-ლომიძის-ლომიძით-ლომიძედ-ლომიძე
( და არა – ლომიძევ!)
·
საზოგადო სახელისგან ნაწარმოებ გვარს შესაბამის ბრუნვაში ფუძე ეკვეცება!
სწორია:
მებუკე-მებუკის
·
-ვა, – უა, -ია-ზე დაბოლოებული ქართული გვარები ფუძეს არ
იკვეცენ მხოლობითში, მაგრამ კვეცა აუცილებელია ებ-იან მრავლობითში. წოდებითში ეს
გვარები იხმარება ბრუნვის ნიშნის დაურთველად!
სწორია:
გუგავა-გუგავას(ი), გუგავათი;
ჯაბუა-ჯაბუას(ი), ჯაბუათი;
კორძაია-კორძაიას(ი), კორძაიათი;
გუგავები,გუგავების,
გუგავებით
ჯაბუები,
ჯაბუების, ჯაბუებით
კორძაიები,
კორძაიების, კორძაიებით
წოდებითში:
გუგავა ( და არა გუგავა-ვ ან გუგავა-ო)
ჯაბუა (
და არა ჯაბუა-ვ)
კორძაია
(და არა კორძაია-ვ)
·
არაქართული წარმოშობის ბოლოხმოვნიანი გვარები უკვეცელია. ფუძის ხმოვნის დართვა სავალდებულოა
მოთხრობით და მიცემით ბრუნვაში:
ბოტიჩელი-ბოტიჩელიმ-ბოტიჩელის;
ვერდი-ვერდიმ-ვერდის; ვივალდი-ვივალდიმ-ვივალდის; გარიბალდი-გარიბალდიმ-გარიბალდის;
გორკი-გორკიმ-გორკის;
·
თანხმოვანზე დამთავრებული უცხოური გვარები წოდებითში დაირთავენ – ო ბრუნვის ნიშანს:
რეიგანი-რეიგანო,
პუშკინი-პუშკინო, მიტჩელი-მიტჩელო;
არასწორია: გულნაზიმ;
მარეხიმ; გარიბალდმა; ბოტიჩელმა; ლომიძევ ( მიმართვისას); მებუკეს(მიც.ბრ.)
სწორია: გულნაზმა;
მარეხმა; გარიბალდიმ; ბოტიჩელიმ; ლომიძე (მიმართვისას); მებუკის ( მიც.ბრ.)
No comments:
Post a Comment