Sunday 10 July 2016

ჰოვარდ გარდნერი ( მრავალმხრივი ინტელექტის თეორია )


    1983 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰოვარდ გარდნერმა დაწერა წიგნი - ,,აზროვნების სარკმლები“ , რომელშიც 2 ძირითადი მტკიცებულებაა დაფიქსირებული : 1) ინტელექტი თანდაყოლილი რამაა და მისი განვითარება თავადვე ძალგვიძლს. 2) ინტელექტი ერთგვაროვანი კი არ მრავალგვარია და ნებისმიერი პიროვნება თითოეულ ინტელექტში განვითარების ამა თუ იმ დონეზეა.                              გარდნერმა გამოკვეთა 9 სახის ინტელექტი. ესენია :
1) ვერბალურ- ლინგვისტური ინტელექტი - მოიცავს კარგად განვითარებულ ენობრივ-სამეტყველო უნარებს. ამ უნარით არიან დაჯილდოებულნი : მწერლები, პოეტები, ჟურნალისტები, ადვოკატები, მსახიობები, ორატორები, ვაჭრები...
2) მათემატიკურ- ლოგიკური  ინტელექტი  - მოიცავს ლოგიკურ- მათემატიკურ უნარებს. ამ უნარით არიან დაჯილდოებულნი: მათემატიკოსები, სტატისტიკოსები, ინჟინრები, ეკონომისტები, პროგრამისტები, გამომძიებლები, ადვოკატები და სხვა.
3) მუსიკალური ინტელექტი - მოიცავს რიტმის, ტონალობის, ჟღერადობის უნარებს. ამ უნარის მქონე ადამიანები ფიქრობენ რიტმის, მელოდიის საშუალებით და სწავლობენ მუსიკის ფონზე. ესენი არიან : მუსიკოსები, კომპოზიტირები, მომღერლები, დირიჟორები, მუსიკალური თერაპევტები...
4) ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი - მოიცავს სურათ-ხატებით აზროვნების უნარს. აბსტრაქტულად და მკაფიოდ ვიზუალიზების უნარს. ისინი ნახატების, ფოტოსურათების, დეკორაციების, ფილმების ნახვით სწავლობენ. ამ უნარს ფლობენ: მხატვრები, არქიტექტორები, დეკორატორები, დიზაინერები, ფოტოგრაფები და სხვა.
5) სხეულებრივ-კინესთეტიკური - მოიცავს სხეულის ფლობისა და მოძრაობის კონტროლის უნარს. ასეთი უნარის მქონე მოსწავლე მოძრაობით, ჟესტიკულაციით, ,, სხეულის ენით“ გამოხატავს თავის ფიქრებს, მოქმედებით და ხელის შევლებით უკეთ სწავლობს. ამ უნარით არიან დაჯილდოებულნი : ათლეტები, სპორცმენები, მოცეკვავეები, ქირურგები, ხუროები და სხვა.
6) ინტერპერსონალური ( პიროვნებათაშორისი) ინტელექტი - ამ უნარის მქონე პიროვნებას სოციალური ურთიერთობით შემეცნების განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ნდობის მოხვეჭას და მეგობრების პოვნას ადვილად ახერხებს. შესანიშნავი მედიატორი, ლიდერი და ორგანიზატორია. მოვლენების პერსპექტივაში დანახვის უნარი გააჩნია. უკეთ სწავლობს ინტერაქტული მუშაობის დროს. ამ უნარს ფლობენ : პოლიტიკოსები, მასწავლებლები, სოციოლოგები, მენეჯერები, მსახიობები, რელიგიური ლიდერები, გამყიდველები და სხვა.
7) ინტრაპერსონალური (შიდაპიროვნული)- ამ ინტელექტის მქონე ადამიანს თვითშემეცნების, თვითჩაღრმავების, მეტაკოგნიციის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. თვისუფალ დროს ფიქრისკენაა მიდრეკილი. იგი უკეთ სწავლობს დამოუკიდებლად, როცა გააზრებისთვის საკმარისი დრო აქვს მიცემული. ამ უნარს ფლობენ : ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, თეოლოგები...
8) საბუნებისმეტყველო ინტელექტი - ამ უნარის მქონე მოსწავლეს ბუნების შესწავლის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. კარგად სწავლობს ბუნებრივი მოვლენების კლასიფიკააციის, დახარისხების, კავშირების დადგენის საშუალებით. ამ უნარს ფლობენ : ეკოლოგები, ბუნებისმეტყველები, ფერმერები, ოკეანოგრაფები და სხვა.
9) ეგზისტენციალური ინტელექტი - მოიცავს ისეთ შეკითხვებზე დაფიქრებისა და ჩაღრმავების უნარებს, როგორიცაა ადამიანის ყოფიერება, სიცოცხლის აზრი, სიკვდილის მნიშვნელობა,სამყაროს პირველსაწყისები, და სხვა. ,,საიდან მოვდივართ?“,  ,,როგორ შეიქმნა სამყარო ?“ ,  ,,რას მოუტანს კაცობრიობას მიმდინარე პროცესები ?“ ... იმ შეკითხვათაგანია, რომლებსაც ეგზისტენციალური ინტელექტით აღჭურვილი ადამიანი უღრმავდება.
დასახელებულ ინტელექტთა არქიტექტონიკა განაპირობებს პიროვნების ინდივიდუალურობას.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...