Sunday 10 July 2016

მარია მონტესორი (სწავლების მეთოდი)


იტალიელი ჰუმანისტი პედაგოგი (1870-1952). იგი იყო პირველი ქალი იტალიის იისტორიაში, რომელმაც მედიცინის დოქტორის ხარისხი მიიღო. მონტესორი თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებთან მუშაობდა. იგი იწყებს პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის შესწავლას. იწყებს წერისა და კითხვის საკუთარი მეთოდიკის შემუშავებას. მისი განცხადება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლებისას  წერა უნდა უსწრებდეს კითხვას, ნამდვილ რევოლუციად იქცა. 1905 წელს გაიხსნა პირველი ,,ბავშვთა სახლი“, რომლის მუშაობაც მონტესორის პრინციპებზე იყო აგებული.  საინტერესოა ის, რომ მონტესორმა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების აღზრდის მთავარი პრინციპები ჩვეულებრივ ბავშვებსაც მოარგო.  მონტესორის ,,ბავშვთა სახლში“ ღარიბი, გაუნათლებელი და გაველურებული ბავშვებისთვის მოეყარათ თავი. მან თავისი უნიკალური მეთოდის გამოყენებით რამდენიმე თვეში სასწაული მოახდინა. ბავშვების აკადემიური მიღწევები და მათი ქცევა სამაგალითო გახდა.მისი მოსწავლეები 4 წლის ასაკში უკვე წერდნენ. იგი  მათ აძლევდა ანბანის გამოჭრილ ასოებს, რითაც ისინი თამაშობდნენ. სულ რაღაც 3 თვეში ბავშვებმა წერა დაიწყეს. ამის შემდეგ კი კითხვა. მალე ისინი 7-8 წლის ასაკის ბავშვებივით წერდნენ და კითხულობდნენ.  თავისუფალი არჩევანი : მონტესორის მეთოდის მთავარი პრინციპი ბავშვისათვის თავისუფლების მინიჭება იყო. თავისუფლება არ ნიშნავდა იმას, რომ ბავშვს ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლო. თითოეულს განსაზღვრული მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. სკოლაში ბავშვებს უამრავი აქტივობიდან თვითონ შეეძლოთ აერჩიათ სასურველი. მონტესორისთვის მთავარი იყო ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობდა აღმოჩენებით სწავლებას. ბავშვებს თვითონ შეეძლოთ აერჩიათ, რამდენხანს მოანდომებდნენ კონკრეტულ აქტივობას, როდის დაიწყებდნენ და დაამთავრებდნენ მას (აჩვევდა დროის კონტროლს).  ბავშვებს თვითონვე შეეძლოთ ეპოვათ საკუთარი შეცდომები და გამოესწორებინათ ისინი. ბავშვი თავად ცდილობს  ყველაფერში გარკვევას და მხოლოდ მცირე დახმარებას საჭიროებს პედაგოგის მხრიდან. იგი სწავლობს მიზნის დასახვას და  ნაბიჯ- ნაბიჯ აღწევს  განვითარებას და დამოუკიდებლობას.   სკოლაში არ იყო არც შეფასება,  არც ნიშნები და არც ტესტები. თუმცა ბავშვები ხშირად მუშაობდნენ პრაქტიკულ პროექტებსა და კვლევებზე. მარია ბავშვების ბუნებრივ სურვილებს აძლევდა გასაქანს. იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს ინტელექტუალური ზრდისთვის აუცილებელი გზა იყო. ფიზიკური გარემო : სკოლა მოიცავდა ერთ მთავარ ოთახს სწავლისათვის და მრავალ პატარა ოთახს მის გარშემო.სივრცე საკმაოდ დიდი იყო. ავეჯი პატარა და მსუბუქი, რასაც ბავშვები სურვილისამებრ უცვლიდნენ ადგილს და სიამოვნებით აწესრიგებდნენ, როცა საქმეს მორჩებოდნენ. კარადები, სადაც ბავშვებისათვის სასწავლო მასალას ინახავდნენ დაბალი იყო, სურათებიც დაბლა იყო გაკრული.  როდესაც სადილის დრო მოდიოდა ისინი უფროსებს ეხმარებოდნენ მომზადებაში და ალაგებაში. მონტესორის სკოლა განსაკუთრებული წესრიგით გამოირჩეოდა. საკლასო ოთახში ორგანიზებული ქაოსის შთაბეჭდილება შეგექმნებოდათ, სადაც თითოეული ბავშვი თავისთვის წყნარად მუშაობდა. მასწავლებლის როლი :   მასწავლებელი ასრულებდა ფასილიტატორის როლს. იგი გეგმავდა, აკვირდებოდა, ეხმარებოდა, აკონტროლებდა, ყურადღებით უსმენდა, წაახალისებდა კარგ საქციელს, ქმნიდა სასიამოვნო, უსაფრთხო გარემოს, სწავლის პროცესს პირდაპირი ჩარევის გარეშე წარმართავდა. მშობლის როლი: მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭებოდათ. რათ ბავშვს სკოლაში არ დაეგვიანა და სუფთა, მოწესრიგებული მოსულიყო. ყველა მშობელი ვალდებული იყო, კვირაში ერთხელ, სკოლის დირექტორთან, შვილის ამბავი მოეკითხა, აქტიური მონაწილეობა მიაღო სასკოლო ცხოვრებაში. თუ მშობელი თანამშრომლობაზე არ თანხმდებოდა, მის შვილს სკოლიდან რიცხავდნენ. მასწავლებელმა და მშობელმა ბავშვებს თავიანთი ქცევით უნდა ასწავლონ; კი არ უნდა უკარნახონ , რომ მადლობა გადაიხადონ და წესრიგიანად იყვნენ, არამედ თავად უნდა აძლევდნენ მაგალითს მადლობის თქმით და მათ თვალწინ საკუთარი ნივთებისა და გარემოს მოწესრიგებით.  მონტესორის მეთოდი უნიკალურია. მის საფუძველს წარმოადგენს თავისუფლებისა და მკაფიო სტრუქტურის გონივრული სინთეზი.
�                                                                                                                                                                    

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...