Sunday 10 July 2016

დიმიტრი უზნაძე ( განწყობის თეორია)


      უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია  ჩამოყალიბდა 1910-1916 წლებში. ამ კონცეფციის მიხედვით პედაგოგიკის ძირითად საგანს აღზრდა წარმოადგენს. უზნაძისათვის აღზრდა - ეს არის სწრაფვა იდეალურისაკენ. ,,საკუთარი ცხოვრებისა და სხვისი ცხოვრების ფორმაციის მიზანდასახული პროცესი. წარსულიდან გამომდინარე ადამიანი აგებს მომავლის გეგმებს. მომავლის ბედი მის ხელთაა.                   აღზრდის ობიექტს ბავშვი წარმოადგენს. აღმზრდელი ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს, თუ იგი ვერ ჩაწვდება ბავშვის ბუნებას. აღმზრდელობითი პროცესის ძირითად წინააღმდეგობას უზნაძემ ,,აღზრდის ტრაგედია“ უწოდა. უფსკრული აღმზრდელისა აღსაზრდელის მისწრაფებათა შორის ჩნდება იმიტომ, რომ აღმზრდელი არ ითვალისწინებს აღსაზრდელის სურვილს, მის ინდივიდუალურ თავისებურებას და ხელმძღვანელობს საკუთარი მოტივებით. ის, რაც აღმზრდელის აზრით, კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად იქცევა. ( ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია -  ასაკობრივი ბარიერი აღმზრდელსა და აღსაზრდელს შორის.)  ეს საკითხი საჭირბოროტო რჩება ჩვენს დროშიც.                           ,, აღზრდის ტრაგედიის“ გადალახვაში გადამწყვეტ როლს უნდა ასრულებდეს მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ღრმად ჩაწვდეს ბავშვის ფსიქოლოგიას, მის ბუნებას და გრძნობებს. სწორედ სკოლა არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამ ფუნქციის შესასრულებლად არსებობს.  პედაგოგიკას,  უზნაძე,  ხელოვნებას ადარებს. უზნაძის სკოლაში განდევნეს ციფრებით შეფასება, რადგან იგი, როგორც წესი სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ხელს უშლის მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას. უზნაძის ,, განწყობის თეორიის“ მიხედვით, სწორედ განწყობა წარმოადგენს ადამიანის პიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი. ადამიანის ქცევას მოთხოვნილება განსაზღვრავს. გარემო ( სიტუაცია) წარმოადგენს აუცილებელ ფაქტორს ქცევის განხორციელებისათვის.  მოთხოვნილებისა და სიტუაციის შეხვედრის შედეგად ადამიანს უჩნდება განწყობა. განწყობა განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას სწავლისადმი. წინასწარ შექმნილი დადებითი განწყობა დადებითად შეაფასებინებს რომელიმე მოვლენას და პირიქით. აქედან გამომდინარე მასწავლებელს და მოსწავლეს ყოველ ახალ აქტივობაში ჩართვისათვის სჭირდება სპეციალური მზაობა, განწყობა, რომელიც აამოქმედებს მოსწავლის სათანადო ძალებსა და უნარ-ჩვევებს. სასწავლო პროცესი იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული,რომ მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა - ცოდნის წყურვილში გადაეზარდოს. შესაბამისად ბავშვს თვითონ გაუჩნდება სწავლის მოთხოვნილება და მისი შესაბამისი განწყობაც. როგორიც არის მოტივაცია, ისეთია ქცევაც.
1)პირველ რიგში შეუქმენით მოსწავლეებს სწავლისადმი დადებითი განწყობა;
2)მოარგეთ სასწავლო მასალა მოსწავლის განწყობას; იგი, ერთი მხრივ, შესაფერისი უნდა იყოს მოწაფის განვითარების აქტუალური დონისათვის, მეორე მხრივ, დაშორებულიც უნდა იყოს საკმარისად. წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლა შეუძლებელი იქნება. სწორედ აქ გამოიკვეთება მასწავლებლის ფუნქცია, რათა შეასრულოს შუამავლის როლი სასწავლო მასალასა და მოწაფის ძალთა შორის.
3)საკლასო ოთახში შექმენით ბავშვის განვითარების შესატყვისი გარემო. გახსოვდეთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, პირველ რიგში, მოსწავლის ინტერესებისა და სირვილების გათვალისწინებას გულისხმობს; ნუ გააკეთებთ აქცენტს მხოლოდ ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. აუცილებელია პიროვნების მთელი ძალების გახსნა.

4)პატარა ბავშვის ყველაზე სასურველი ქცევა არის თამაში, სწორედ ამიტომ,  შეუქმენით ბავშვს ისეთი გარემო, რომ თამაშის საშუალებით მიაწოდოთ ახალი ინფორმაცია და ძალდატანების გარეშე შეუწყოთ ხელი მის ბუნებრივ აღზრდას. თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომ სერიოზული საქმიანობის საფუძველი ხდება.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...