Monday 11 July 2016

კონსტანტინე გამსახურდია და ქალები


 ისი ბობოქარი ცხოვრება სასიყვარულო ავანტიურებით იყო სავსე. ქალები აღმერთებდნენ და ეთაყვანებოდნენ. თბილისის მთავარ ქუჩას, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით ეწოდა, დღემდე ახსოვს ქართულ ჩოხაში გამოწკეპილი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი და აკადემიკოსი კონსტანტინე გამსახურდია - მსოფლიო თვალსაწიერის რომანისტი, რომელსაც ბედმა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სწავლის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკები და სასტიკი რეპრესიები არგუნა...


კონსტანტინე გამსახურდია ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, მაგრამ ჰყავდა უამრავი სატრფო, რომლებიც ამ დიდი კლასიკოსის ნაწარმოებების პერსონაჟთა პროტოტიპები იყვნენ...

ამ თემაზე პროფესორი სოსო სიგუა გვიამბობს:

-
თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე შეყვარებული ჰყავდა, რომელთაგან ორი - რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი ცოლად შეირთო. ამის გარდა, იყო ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობ მეგი წულუკიძესთან. ეს მოხდა 40-იან წლებში, როცა კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მირანდა ფალავანდიშვილთან. იმ დროს მეგი წულუკიძე მსახიობი არ ყოფილა. უბრალოდ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გახლდათ, რომელმაც კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ  შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე  ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერის შემდეგ კონსტანტინეს სახლში სუფრა გაიშალა. სუფრის გაძღოლა შალვა ნუცუბიძემ ითავა. იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა  სთხოვა, რამდენიმე დღით ახლად შერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა.
- როგორც ვხვდები, უცნაური ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა...
- დიახ. რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს
- რატომ?
- კონსტანტინე რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდა ფალავანდიშვილთან. თანაც, მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელშიჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო“. კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებესმოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის ცოლი გახდა. კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა - რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, - დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება, რომელიც წლების წინათ შედგა.
- თურმეკონსტანტინე ამბობდა, რომ მის სიყვარულს სამი ქალი შეეწირა. მათ შორის ერთი ვერა აბდუშელიშვილი უნდა იყოს და მეორერებეკა ვაშაძე. მესამე ქალში ვის გულისხმობდა?
- მესამე ქალის ვინაობა უცნობია. რაც შეეხება დანარჩენებს, ვერა აბდუშელიშვილს უყვარდა კონსტანტინე, მაგრამ მწერალმა რებეკა არჩია. რებეკა ვაშაძე კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მეუღლე იყო. ისინი ქუთაისში სწავლობდნენ. კონსტანტინეს რებეკა წლების განმავლობაში უყვარდა და ისიც თანაუგრძნობდა. ამ დროს კონსტანტინეზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული რებეკას კლასელი ვერა აბდუშელიშვილი. მეტოქის ჩამოსაცილებლად, რებეკამ კონსტანტინეს უთხრა, ვერა დაგცინის და ამბობს, რომ ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი გაცვიაო. გაბრაზებულ კონსტანტინესცხელ გულზეგაულანძღავს ვერა აბდუშელიშვილი. მოგვიანებით, გერმანიაში სასწავლებლად წასული მწერალი რებეკას თითქმის ყოველდღიურად სწერდა ბარათებს. რებეკა კი ამ ბარათებს ხმამაღლა, ვერას გასაგონად კითხულობდა... შემდეგ ისე მოხდა, რომ ვერას ფსიქიკა შეერყა და გარდაიცვალა
- კონსტანტინესა და რებეკას ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?

-
ისინი დაქორწინდნენ და გერმანიაში წავიდნენ. მიუნხენში იყვნენ, როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. რებეკა ებრაული ჟღერადობის სახელის გამო დაიჭირეს, კონსტანტინეს დაჭერის მიზეზი კი მისი რუსეთის მოქალაქეობა გახდა. ქალი თავისმა ოჯახმა ტყვეობიდან მალე დაიხსნა, კონსტანტინე კი ექვსი თვის მანძილზე საკონცენტრაციო ბანაკში იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინესა და რებეკას ნათელა შეეძინათ. მწერალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოში ატაშედ მუშაობდა, ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა: ერთხელ ძლივს დავიხსენით და მეორედ ვეღარ გაგატანთო. კონსტანტინე კი კატეგორიულად მოითხოვდა, ჩემი მეუღლე ჩემთან უნდა იყოსო. კონფლიქტის შემდეგ კონსტანტინე გერმანიაში მარტო წავიდა. რებეკა, შვილთან ერთად, ჭიათურაში დარჩა, თუმცა ცოლ-ქმარი ოფიციალურად არ გაყრილან. სამშობლოში დაბრუნებულ მწერალს მეუღლისთვის ჭიათურაში არ ჩაუკითხავს. რამდენიმე თვის შემდეგ რებეკა თვითონ ჩამოვიდა და თითქოს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა უნდა აღდგენილიყო, მაგრამ ამ დროს, კონსტანტინე დაიჭირეს და ათი წლით ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგზე გადაასახლეს. ცნობილია, რომ მოსკოვში დაკითხვაზე ძერჟინსკის მოადგილემ მას დედა შეაგინა, რისთვისაც გამსახურდიამ ლაზათიანი სილა უთავაზა. მწერალი გადასახლებიდან წელიწად-ნახევარში ჩამოვიდა, მაგრამ რებეკას უკვე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონსტანტინე გამსახურდიამმთვარის მოტაცებისწერა იმ დღეს დაიწყო, როცა რებეკა ვაშაძის გარდაცვალება შეატყობინეს. ნაწარმოებში თამარ შარვაშიძის პროტოტიპი რებეკა ვაშაძეა. ალბათ, გახსოვთ, თარაშის კაპრიზის გამო როგორ შორდება წყვილი ერთმანეთს. რებეკასთან დაშორებიდან 20 წლის განმავლობაში, კონსტანტინეს ცოლი აღარ შეურთავს და მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა.

-
იმავემთვარის მოტაცებაშიელენ რონსერსაც უნდა ჰყავდეს რეალური პროტოტიპი...
- კონსტანტინე გამსახურდიას გერმანიაში ცხოვრების პერიოდიდან ცნობილია გერმანელი ქალბატონის ადელაიდე ლენცის სახელი. ეს ქალბატონი უნდა იყოს თარაშ ემხვარის საყვარლის ელენ რონსერის პროტოტიპი.
- ვინ იყო ქალი, ვისაც კონსტანტინემ თავისი უკვდავი ლექსიზღვისფერი გაქვს თვალებიუძღვნა?
- ეს იყო ცნობილი ბოლშევიკისა და რიონჰესის მშენებლის ვალოდია ჯიქიას მეუღლე თინა. ჯიქია 1937 წელს დახვრიტეს, მისი ზღვისფერთვალება ცოლი კი 10 თუ 12 წლით ციმბირში გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მას კონსტანტინესთან რომანი  ჰქონდა. სხვათა შორის, „დიდოსტატის მარჯვენაშიშორენა კოლონკელიძის პროტოტიპი სწორედ ზღვისფერთვალება თინაა: „ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას თვალებში“.
- მირანდა ფალავანდიშვილისა და კონსტანტინეს სიყვარულის შესახებაც გვიამბეთ...
- 30-იან წლებში კონსტანტინე გერმანულ სკოლაში ასწავლიდა. სწორედ აქ გაიცნო მასზე 23 წლით უმცროსი მირანდა ფალავანდიშვილი, რომელიც კონსტანტინეს მოსწავლე გახლდათ. ასაკობრივი სხვაობის გამო მირანდას ოჯახი ქორწინების წინააღმდეგი იყო, თუმცა კონსტანტინემ თავისი გაიტანა. ამ დროს მწერალი 44 წლისა იყო. მათ შეეძინათ ორი შვილი: თამარ და ზვიად გამსახურდიები. მირანდაზე ქორწინების შემდეგ კონსტანტინემ უფროსი შვილი ნათელა, რომელიც ჭიათურაში ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, თავის ოჯახში ჩამოიყვანა. ცნობილია ნათელასა და მირანდას საუკეთესო ურთიერთობის შესახებ. კონსტანტინემ თავისი რომანიდავით აღმაშენებელიმირანდა ფალავანდიშვილს მიუძღვნა და ეს ყველა გამოცემას აწერია.

- თქვენი მონაყოლიდან ჩანს, რომ ქალები კონსტანტინეს აღმერთებდნენ და თავადაც არ იყო გულგრილი მშვენიერი სქესის მიმართ...
- ზვიად გამსახურდიას ნათლიასა და კონსტანტინეს მეგობარ აკაკი გაწერელიას უთქვამს, რომ ზოგჯერ კონსტანტინეს ფაქტების გაზვიადება და ტყუილების თქმაც კი უყვარდა, მაგრამ ერთადერთი, რაშიც არ ტყუოდა, რომანული ამბები იყოო. კონსტანტინე აღიარებული მწერალი გახლდათ. ამასთანავე, ყველა ღირსებით შემკული ვაჟკაცი, ცხენოსანი, მონადირე და ფათერაკების მოყვარული, რაც ქალებს ძალიან ხიბლავდა. ბუნებრივია, თავადაც უყვარდა ქალები - ახალგაზრდობის წლებიდან მოყოლებული, სიბერემდე. ყველა ქალის სახელი, ვისთანაც კონსტანტინეს ურთიერთობა ჰქონია, ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია და გვაქვს მისი უკვდავი შემოქმედება, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.
ზღვის ფერი გაქვს თვალები და... თავად ჰგავხარ... ზღვას...
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას...

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას;
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს

ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს; შენს სიყვარულს ქარს
და მოგიკლავ მოღალატე მაგ ნაფერებ ქმარს!

ზღვის ფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას...



No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...