Wednesday 6 July 2016

ვენის დიაგრამა



"ვენის დიაგრამაკოგნიტური სქემებიდან ერთერთიაიგი საორგანიზაციო სქემაა.კოგნიტური  დიაგრამებით მუშაობა მოსწავლეებს გაკვეთილზე მიწოდებული ინფორმაციის აღქმაში ეხმარება.
"ვენის დიაგრამა" წარმოადგენს ორ ურთიერთგადამკვეთ წრეწირსორი მოვლენისსაგნის შედარებისას  I და III ნაწილებში ვწერთ განსხვავებულ ნიშანთვისებებსხოლო II –ში– მსგავსს.



"
ვენის დიაგრამის" ისევეროგორც სხვა სააზროვნო სქემებისდახმარებით მოსწავლე :

1.             ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
2.             ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
3.             შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
4.             ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
5.             სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
სააზროვნო სქემების ანუ კოგნიტური დიაგრამების გამოყენება მასწავლებელს შეუძლია:
1.             ახალი მასალის გაცნობაწარდგენისას;
2.             ათვისებული მასალის შემაჯამებელი სამუშაოს ჩატარების დროს;
3.             ტექსტის კითხვისა და დამუშავების დროს;
4.             წერითი სამუშაოს დაწყების წინ;
5.             საშინაო დავლებებისასევ საკლასო სამუშაოების ჩატარების დროს;
6.             გამოიყენება როგორც ინდივიდუალურადასევე ჯგუფში მუშაობის დროს
"ვენის დიაგრამა" ერთერთია იმ მრავალთაგანრომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ და ჩვენ მიერ შესწავლილი მასალის მოთხოვნისამებრ გადავაკეთოთ.მე ხშირად მიწევს უკვე არსებული სქემების გადამუშავებაშეცვლაკომპონენტების მიმატება ან დაკლებაიმისდა მიხედვითთუ რა  მჭირდება კონკრეტული ნაწარმოების შესწავლისას.


No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...