მასწავლებლის პორტფოლიო
უნდა შეიცავდეს იმ დოკუმენტებს/მასალას, რომელიც წარმოაჩენს მის პროფესიულ საქმიანობას.
უფრო ხშირად, პორტფოლიო შემდეგ დოკუმენტებს მოიცავს:
1.
მასწავლებლის
მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (ე.წ CV)
2.
ყველა
კლასისთვის წლიური სასწავლო კურსის პროგრამა/სილაბუსი, თემატური ერთეულის, სამოდელო
გაკვეთილის, საგანმანათლებლო პროექტის ან ღონისძიების, ჩატარებული კვლევების ამსახველი
მასალა, კერძოდ: თემატური ერთეულის, გაკვეთილის, საგანმანთლებლო პროექტის, აღმზრდელობითი/შემოქმედებითი
ღონისძიების გეგმა; გაკვეთილის (თემატური ერთეულის, კვლევის, პროექტის, ღონისძიების)
ჩატარების ანგარიში; გამოყენებული ან შექმნილი სასწავლო რესურსი (ტექსტი, პოსტერი,
ფილმი და სხვა); მისი მოკლე აღწერა და შერჩევის მოტივი; გამოყენებული მეთოდის/სტრატეგიის
მოკლე აღწერა, ანგარიში მისი ეფექტურობის შესახებ; გაკვეთილის (თემატური ერთეულის,
პროექტის, ღონისძიების) მიმდინარეობის, კათედრის სხდომაზე, სემინარსა თუ კონფერენციაზე
წარდგენილი პრზენტაციის ამსახველი მასალა.
3.
მასწავლებლის მიერ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული
სტატიების ქსეროასლები.
4.
კოლეგის
გაკვეთილზე დასწწრებისას გაკეთებული ჩანაწერები და რეკომენდაციები;
5.
პროფესიული
განვითარების ღონისძიებებში მონაწილებოს ამსახველი მასალა (სერტიფიკატი, სილაბუსი/გეგმა/პროგრამა,
ღონისძიების თქვენეული მოკლე შეფასება);
6.
თვით
მასწავლებლის მიერ მომზადებული და ჩატარებული ტრენინგის, სემინარის/მრგვალი მაგიდის
ამსახველი მასალა;
7.
ეროვნული
და საერთაშორისო ოლიმპიადებსა და პროექტებში გამაეჯვებული და პროზიორი მოსწავლეების
სიგელების ასლები;
8.
მოსწავლეების,
მშობლების ან კოლეგების გამოხმაურება;
9.
მოსწავლეთა
სწავლის შეფასების ამსახველი მასალა და ანალიზი - მოსწავლეთა ტესტირების ან შეფასების
ამსახველი მასალა (გეგმა, ტესტირება/გამოცდა/კითხვარის ნიმუშები, შედეგების ანალიზი)
და სხვა.
10.
მენტორის
სამუშაო გეგმა, ანგარიში და სხვა.
No comments:
Post a Comment