Sunday 10 July 2016

როგორ დავწეროთ განცხადება?


    განცხადება წერილობითი დოკუმენტია,რომელიც იწერება ცალკეულ პირთა მიერ რომელიმე წარმოება-დაწესებულების ან მისი ხელმძღვანელის სახელზე.პიროვნების განცხადება შეიძლება იყოს ნებართვის აღება, გაცდენილი საათების საპატიოდ ჩათვლა, ასევე იგი შეიცავს თხოვნას ან საჩივარს.
  საერთოდ გავრცელებულია განცხადების გაფორმების შემდეგი სახე:
1. ფურცლის მარჯვენა მხარეს იწერება,თუ ვის მიემართება განცხადება.
2.მომდევნო სტრიქონზე იწერება თუ ვისგანაა განცხადება.
3.ერთი ან ორი სტრიქონის გამოტოვებით იწერება სიტყვაგანცხადება”.
4.ერთი სტრიქონის გამოტოვებით იწერება ძირითადი ტექსტი,რომელიც უნდა შეიცავდეს განცხადების დაწერის მიზეზს,დასაბუთებას,განმცხადებლის სურვილს.განცხადება უნდა დაიწყოს სიტყვითგთხოვთ”.
5.ქვევით,განცხადების მარცხენა მხარეს იწერება თარიღი.
6.ბოლოს-ხელის მოწერა.
                                                                                      განცხადების ნიმუში:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (სახელი და გვარი) ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტის(სახელი  და გვარი)
                           გ                                                            ე      ბ     
გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ ლექციებიდან ამა წლის 12 მარტს და გაცდენილი საათები ჩამითვალოთ საპატიოდ.

თარიღი:

ხელმოწერა:

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...