Sunday 10 July 2016

როგორ დავწეროთ ფილმის რეცენზია?


        რეცენზია არის ლიტერატურული ნაშრომის, კინოფილმის, სპექტაკლის კრიტიკული ანალიზი, განხილვა-გარჩევა. რეცენზია შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი. რეცენზიის ავტორი გამოხატავს თავის სუბიექტურ დამოკიდებულებას განსახილველი ფილმისადმი.
ამიტომ, თქვენ მიერ დაწერილი რეცენზიით მკითხველმა უნდა მიიღოს ფილმის შესახებ საინტერესო ინფორმაცია.
რეცენზია შემდეგი გეგმით შეიძლება აიგოს:
1.წყაროს შესწავლა.
რეცენზიის წერისას აუცილებელია შევისწავლოთ ყველა ძირითდი ფაქტი ფილმის შესახებ:
ფილმის დასახელება;
გამოსვლის თარიღი;
რეჟისორი;
მთავარი როლის შემსრულებლები;
ჟანრი.
2.ფილმის ყურება და ჩანაწერების გაკეთება.
ფილმის ყურებისას საჭიროა ჩანაწერების გაკეთება,რადგან მთავარი დეტალები არ გამოგვრჩეს:
ჩაიწერეთ ფილმის,როგორც დადებითი,ისე უარყოფითი მახასიათებლები:გრიმი,კოსტიუმი,სცენური გაფორმება,მუსიკა;
ფილმის ყურებისას აუცილებელია პაუზის გაკეთება,რადგან მნიშვნელოვანი დეტალები არ დაგვავიწყდეს;
 3.ფილმის ტექნიკური მომენტების გაანალიზება.
  ყურადღება მიაქციეთ რეჟისორისა და ოპერატორის მუშაობას;
  შეაფასეთ სცენარი და მონტაჟი;
  ყურადღება გაამახვილეთ დეკორაციასა და მუსიკალურ გაფორმებაზე,ასევე შეეფერება თუ არა გმირებს კოსტიუმი და გრიმი.
4.ფილმის განმეორებით ყურება.
ფილმის განმეორებით ყურება აუცილებელია,რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები არ გამოგრჩეთ.
5.რეცენზიის წერა.
.რეცენზიის წერისას გაითვალისწინეთ შემდეგი ძირითადი საკითხები:თქვენი სტილი უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები,ასევე მხიარული და მახვილგონივრული.არ გამოიყენოთ პროფესიული ლექსიკა,წერეთ მოკლე აბზაცებით.
თქვენი აზრი გააძლიერეთ ფაქტებით,ისაუბრეთ ფილმის დადებითსა თუ უარყოფით მხარეზე.დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ თქვენი მსჯელობა.
6.რეცენზიის დამუშავება და მისთვის საბოლოო სახის მიცემა.
კარგად გადაიკითხეთ თქვენ მიერ შექმნილი ტექსტი;
დაუკვირდით,შეძელით თუ არა მკითხველისთის სრულად მიგეწოდებინათ თქვენი აზრი;
რთული და ზედმეტად ვრცელი წინადადებები სტილურ ნაკლად ითვლება;

გირჩევთ  მსჯელობა ისე განავითაროთ,რომ თქვენი ინდივიდუალური ხედვა ჩანდეს,ამისთვის არ მოერიდოთ ვარაუდის გამოთქმასა და შემდეგ მის დასაბუთებას.,ფილმის კრიტიკულ ანალიზს.

No comments:

Post a Comment

ფობია

  აბლუტოფობია — ცურვის შიში. აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში. ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში. აილუროფობია — კატები...